საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი ხართ და სხვების მიმართაც. მოგინდებათ იდეალური შედეგის მიღწევა ყველაფერში. ივნისი ცვლილებების თვეა და ცხოვრების ყველა სფეროში გელოდებათ ტრანსფორმაცია. განსაკუთრებით - ფინანსურში. თავდაჯერებლად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ზოგიერთმა შეიძლება მომაბეზრებელი პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. მეტი დრო დაუთმეთ გადასახადების, ალიმენტის, დაზღვევის საკითხების მოგვარებას.
ბიზნესი, სამსახური
თუ პროფესიის შეცვლას გადაწყვეტთ, მეტად გააქტიურდით. ზოგიერთს დაწინაურებას შემოგთავაზებენ და უარი არ თქვათ, შეძლებთ! ივნისის ერთ-ერთი აქტიური თემა ფინანსებია; შეიძლება ფული ლატარიაშიც კი მოიგოთ. სამსახურში ვალდებულებები მოგემატებათ. წვრილ-წვრილი საქმეების შესრულება მოგიწევთ. ზოგიერთი მიუბრუნდებით მიტოვებულ საქმეებს და დაასრულებთ. თვის დასაწყისში გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. გახშირდება კონტაქტები; წვეულებებზე დასწრების სურვილი. კარგ შედეგს მოგიტანთ იურიდიული კონსულტაცია, სარეკლამო კამპანია. 13 ივნისიდან დააკვირდით გამონათქვამებს. ადამიანებს მარტივად გაშიფრავთ მათი ჟესტებით, მიმიკებით; გამოააშკარავებთ ტყუილს, ღალატს, საიდუმლოებებს. საუკეთესო დრო გელით, თუ საგამოძიებო სფეროში საქმიანობთ.
სიყვარული
საუკეთესო თვეა სიყვარულისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით. გაიცანით ადამიანი, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენებთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთანაც. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ. 23 ივნისიდან მოიმატებს ეჭვიანობა, ვნება, გამძაფრდება გრძნობები.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
იყავით დაკვირვებული, თუ მჭრელ, ბასრ საგნებთან გიწევთ მუშაობა. აგრეთვე ცეცხლთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, ვარჯიშისას ფრთხილად იყავით, არაფერი დაიზიანოთ. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. თუ რამე გაწუხებთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან. განსაკუთრებით, თუ ჩივილები შეეხება საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ სისტემასთან. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლზე.
14 ივნისის შემდეგ მოაგვარეთ მატერიალური და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ფული გააზრებულად ხარჯეთ. თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებთ, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საქმეს, სადაც არ გადაიღლებით და კარგად გადაგიხდიან. ზოგიერთი შეიძენთ იმ ნივთს, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით, მაგრამ ნუ გაფლანგავთ ფულს უაზრობაზე.
29 ივნისის შემდეგ გამონახეთ დრო მოგზაურობის, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის. დაგროვილ საკითხებს შემოქმედებითaდ მიუდექით. არ გირჩევთ გარშემო მყოფებისთვის ჭკუის დარიგებას. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ; მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.