ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნისთვის: ”არ არის საჭირო ძალაუფლებისთვის ბრძოლა”

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნისთვის: ”არ არის საჭირო ძალაუფლებისთვის ბრძოლა”

თქვენ ბუნებით მოძრავი და იმპულსური ადამიანი ხართ. მაგრამ ზაფხულის დასაწყისში ცოტა უნდა შეანელოთ ტემპი, უნდა შეისვენოთ და გაითვალისწინოთ თქვენი ქმედებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეტი კომუნიკაცია იქონიეთ ნათესავებთან და მეგობრებთან, მიეცით საკუთარ თავს საშუალება დაისვენოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ივნისში უნდა მოაგვაროთ მიმდინარე და ძველი საკითხები, რათა აწმყოში მათ არ დაგამძიმონ. არ არის გამორიცხული, ამ თვეში შეგექმნათ პრობლემები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. დააგროვეთ ძალა და ენერგია, ნუ დაკარგავთ მას წვრილმანებზე. თუ მუდმივად განაწყენებული და გაღიზიანებული ხართ, მაშინ ბევრი კავშირი განადგურდება. ივნისის ბოლოს პარტნიორთან ურთიერთობა ბევრად უფრო ჰარმონიული და თბილი გახდება. იყავით ყურადღებიანი სამუშაო მომენტებისა და პროექტების მიმართ, რომლებიც წამოიწყეთ. თვის ბოლოს ნუ გადავარდებთ თავგადასავალში. ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე. ნუ იქცევით არასერიოზულად, დასერიოზულდით და შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას საზოგადოებაში.

ბიზნესი, სამსახური

ჩაუღრმავდით დეტალებს, ეს ძალიან კარგია სამუშაოსა და კარიერისთვის. მთავარია, რომ გაჩნდება პროფესიონალური ზრდის სურვილი და თქვენთვის ადვილია მიზნების მიღწევა და გეგმების დაწყობა. შესაძლებელია ხშირი მოგზაურობები, მიმოწერა, მივლინება და მოლაპარაკებები. კონტაქტების წრე ფართოვდება, გამოჩნდებიან ახალი კოლეგები, კლიენტები და პარტნიორები. ახლა თქვენთვის მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი, არ ჩავარდეთ პანიკაში და არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ხდება. შეეცადეთ დაუკავშირდეთ მათ, ვისაც ნამდვილად შეუძლია დაგეხმაროთ რთულ მომენტში. ნებისმიერ საქმეში თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ერთგული და სანდო იქნებით თქვენი თანამოაზრეების მიმართ. არ არის საჭირო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ჯობია უფრო ხშირად კომპრომისზე წასვლა. არ არის გამორიცხული მივლინება, თუნდაც ხანმოკლე. ეცადეთ არ გააკრიტიკოთ ის, ვისთანაც მჭიდროდ თანამშრომლობთ. დიპლომატია თქვენი ძლიერი მხარეა ივნისში.

ივნისის ფინანსები

ივნისის პირველ კვირაში ვენერა პლუტონთან ნეგატიურ ასპექტს ქმნის. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება არა შოვნა, არამედ იმის შენარჩუნება, რაც გაქვთ. არ არის საჭირო ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. მეორე და მესამე დეკადაში სამსახურში გარკვეული გაუგებრობა იქნება. შესაძლოა, ბონუსს დაგპირდებიან, მაგრამ არ მოგცემენ. ივნისი არ არის შესაფერისი შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძებნად. ეცადეთ არ დახარჯოთ ფული გართობაში, თუ თვის ბოლოს არ გინდათ ნერვიულობა ცარიელი საფულის გამო.

სიყვარული

5 ივნისის შემდეგ უფრო ტოლერანტული გახდებით რჩეულის ხასიათის მინუსების მიმართ. ისწავლეთ თანაგრძნობა და შეამჩნიეთ ის, რისი ნახვაც აქამდე ახლოდან ვერ შეძელით. არ დაივიწყოთ კომპლიმენტები და მოფერება. მოგინდებათ სამოგზაუროდ წასვლა, სადაც გელოდებათ საინტერესო ადამიანის გაცნობა. მას შეუძლია გახდეს თქვენი ცხოვრების პარტნიორი, ერთგული და გაგებული. არ არის გამორიცხული, მოიხიბლოთ ადამიანით, რომელსაც ადრე საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას. მთავარია, ურთიერთობების გამრავალფეროვნება, უფრო ხშირად გასვლა საზოგადოებაში, სეირნობა და გართობა. არაა გამორიცხული, რომ შეგიყვარდეთ უცხოელი. რაც მთავარია, გრძნობა არა მხოლოდ ძლიერი და ორმხრივი იქნება, არამედ სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას მოგცემთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ჯანმრთელობისადმი პატივისცემით მიდგომა დაგეხმარებათ მის შენარჩუნებაში. მიაქციეთ ყურადღება დაავადებებს, რომლებიც უკვე დაგიფიქსირდათ. სისხლძარღვებთან და გულთან დაკავშირებული ქრონიკულ დაავადებებს ვერ დააიგნორებთ. დაიცავით რეჟიმი და შეზღუდეთ იმ საკვების მოხმარება, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს. მარილისა და შაქრის ჭარბ რაოდენობას არავისთვის მოუტანია სიკეთე. უმჯობესია ივარჯიშოთ ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით.

4 ივნისის შემდეგ მოგიწევთ ფოკუსირება იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვა ადამიანების ინტერესებზე, მაგრამ გააკეთეთ ეს დელიკატურად, რათა არ შეურაცხყოთ ვინმე. არსებობს მრავალი გზა თქვენი ნიჭის გამოვლენისა და პირადი მიზნების მისაღწევად. მოიშორეთ ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც არასაჭიროა, სწორად დაისახეთ პრიორიტეტები.

18 ივნისის შემდეგ გააუმჯობესეთ ურთიერთობა მათთან, ვინც ნამდვილად გიყვართ ან ვისთანაც მუშაობთ. შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები ან შურიანი ადამიანები გამოჩნდნენ. ფრთხილად იყავით მათთან. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი პიროვნება წარსულში დარჩეს. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს საგნებსა და სიტუაციებზე, ენდეთ საკუთარ თავს და თქვენს ინტუიციას.