აღმოჩენების, საინტერესო ადამიანების გაცნობის დროა. მიიღებთ ახალ ინფორმაციას, შთაბეჭდილებებს. მოგეცემათ სამყაროს შეცნობის საშუალება. მოგინდებათ მოგზაურობა, ცოდნის გაღრმავება, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერა. გახშირდება უცხოელებთან შეხვედრები. დაინტერესდებით უცხო ქვეყნის კულტურით, ტრადიციებით, კერძებით. მოგეცემათ გამოცდების, სესიის, იოლად ჩაბარების შესაძლებლობა, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება სასამართლო საქმე.
ბიზნესი, სამსახური
მოგინდებათ ფულის დაბანდება ბიზნესში ან ძვირად ღირებულ ნივთებში. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, რეორგანიზაცია, გაფართოება მოგინდებათ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, იოლად გამოავლენთ აფერისტ ადამიანებს. თვის პირველ კვირას რეტროგრადული მერკურის გამო შეიძლება შეგიფერხდეთ საქმეები, ვერ გამონახთ საერთო ენა კოლეგებთან, პარტნიორებთან. დაკვირვებით მოაგვარეთ გადასახადებთან, დაზღვევასთან, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 13 ივნისიდან გახშირდება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. მოგინდებათ თქვენი ბიზნესის საზღვარგარეთ გატანა.
სიყვარული
ემოციების მომატებას იგრძნობთ, მოგინდებათ საყვარელი ადამიანის კონტროლი, გახშირდება ეჭვიანობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, გამონათქვამები, თუ უსიამოვნებები არ გსურთ. თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. 23 ივნისიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ზოგიერთი საზღვარგარეთ გაემგზავრებით. გახშირდება ნაცნობობა უცხოელებთან, ან რომანს გააბამთ საზღვარგარეთ ყოფნის დროს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. კარგი იქნება, თუ დილაობით საყვარელ ადამიანთან ერთად ივარჯიშებთ. ამასთან, მოერიდეთ მკვეთრ ქმედებებს, რათა ფიზიკურად არ დაზიანდეთ. კარგი იქნება მასაჟი, დიეტა. მიირთვით ჯანსაღი საკვები, ნატურალური ვიტამინები.
14 ივნისის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, მივლინება, მოლაპარაკებები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეზობლებთან. იოლად მოაგვარებთ საქმეებს, მიიღებთ მნიშვნელოვან საბუთებს.
29 ივნისის შემდეგ მოგინდებათ პროფესიული ზრდა, აიმაღლებთ სოციალურ სტატუსს. სტატუსი შეიძლება შეიცვალოთ დაქორწინების, შვილის დაბადების შემდეგ. გახდებით მეტად პოპულარული.