საოჯახო საქმეები გახდება აქტუალური. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან; შეიძლება გაიგოთ ოჯახის ძველი საიდუმლო; მოგინდებათ მშობლიური ადგილების მონახულება; შინ ჰარმონიის შექმნა. სხვა დროისთვის გადადეთ ის საქმეები, რაც თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუ გადადება არ გამოდის, დახმარება მეგობრებს, კოლეგებს სთხოვეთ. თვის ბოლოს რამდენიმე დღე ქალაქგარეთ, ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
ბიზნესი, სამსახური
მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესებაზე. შეიძლება ფიზიკურ საქმიანობაშიც კი ჩაერთოთ. ენერგიის მომატებას იგრძნობთ და გააქტიურდებით, რომ გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ამასთან, გახშირდება კონტაქტები, შეხვედრები, გადაადგილება; მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. იოლად მოაგვარებთ იმ საკითხებს, რაც ადრე შეუსრულებელი გეგონათ. თვის დასაწყისში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, მიუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს. 13 ივნისის შემდეგ შეიძლება ჩაერთოთ საოჯახო ბიზნესში ან მუშაობა სახლიდან გააგრძელოთ. თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას აპირებთ, იყავით დაკვირვებული, ნათესავებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სიყვარული
გახშირდება შეხედრები, იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და არც რომანტიკული ნაცნობობის გაბმა გაგიჭირდებათ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ; საბედოს შეიძლება მშობლიურ გარემოში, ნათესავების დახმარებით შეხვდეთ. თუ არსებულ სასიყვარულო კავშირში კონფლიქტი წარმოიშვა, დიპლომატიურად და მშვიდად გაერკვიეთ რთულ საკითხებში. ხშირად შეკრიბეთ ოჯახურ წვეულებებზე მეგობრები, ოჯახის წევრები. 23 ივნისის შემდეგ მეტად მოგინდებათ შინ, ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა. ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. დაუთმეთ დრო სარემონტო საკითხების მოგვარებასაც.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ქრონიკული დააავადებები რომ არ გაგირთულდეთ, დროულად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. გაესინჯეთ მკურნალ ექიმს; ჩააბარეთ ანალიზები. კარგი იქნება, თუ ასაკით უფროს ნათესავებსაც წაიყვანთ გამოკვლევებზე. არ გირჩევთ მკაცრი დიეტის დაცვას, მაგრამ ნურც ბევრ ტკბილეულს შეჭამთ. გაუფრთხილდით ყელს, მოერიდეთ ცივი საკვების, სასმლის მიმღებას.
14 ივნისის შემდეგ მოიმატებს თქვენი პოპულარობა. გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში მოექცევით. იყავით დაკვირვებული, გახშირდება ზარები და მიმოწერები. ცვლილებები გელით სამსახურში; დაასრულებთ ერთ ეტაპს, პროექტს. შეიძლება შეგეცვალოთ გრაფიკი, ვალდებულებები.
29 ივნისის შემდეგ მეტად დაისვენეთ, იმხიარულეთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. შეიძლება ჩაეწეროთ თქვენთვის საინტერესო შემოქმედებით ჯგუფში.