21 ივნისამდე მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ სახლსა და ოჯახზე. დაუთმეთ ყურადღება ყოველდღიურ, ოჯახურ პრობლემებს. შეიძლება მოგეჩვენებათ, რომ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და საზრუნავი დაგაწვათ მხრებზე, ვიდრე შეგიძლიათ შესრულება. ივნისის მეორე დეკადაში ოჯახში დაძაბულობის პერიოდს ცოტა ხნით ჩაანაცვლებს გაურკვევლობა, დაბნეულობა. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. სიმშვიდე და წესრიგის დაცვა დაეხმარებათ ცხოვრებისეული და საქმიანი საკითხების გადაჭრაში. ამ დროს კარგია დახმარება სთხოვოთ უფროს ნათესავებს, ლიდერს, თქვენზე მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ახლობელს.
ბიზნესი, სამსახური
ზოგიერთი შვებულებაში წასვლას გადაწყვეტს, რადგან ივნისი კარგი თვეა დასვენებისა და მოგზაურობისთვის. მაგრამ მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ქრონიკული დაღლილობაა. აღარ არის საკმარისი ენერგია სამუშაო და პირადი საქმეებისთვის, საჭიროა გადატვირთვა. ზოგადად, ზაფხულის დასაწყისი თქვენთვის რთულია, ამიტომ კოლეგებისა და ახლობლების მორალური მხარდაჭერის გარეშე ვერ გაძლებთ. ფანტაზიებს თუ აჰყვებით, პრობლემებს, შეცდომებს და შეუსრულებელ ვალდებულებებს გამოიწვევთ. თქვენ უნდა იყოთ მზადყოფნაში, რომ ყველაფერი გააკეთოთ დროულად და ხარისხიანად. ივნისის ბოლო დღეებში ძალა და ენთუზიაზმი მოგემატებათ და ეს დიდ გავლენას მოახდენს სამუშაოზე. უფრო მეტად მოგიწევთ ინტელექტუალურ მუშაობაში ჩართვა, მნიშვნელოვან ამოცანებზე ფოკუსირება. ბევრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად. ახლა უფრო ადვილია ყველაფრის გაკეთება მარტო, ვიდრე გუნდში. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით.
ივნისის ფინანსები
ივნისის პირველ კვირას ფლანგვისკენ ხართ მიმართული. გაგიჩნდებათ მეტი ფულის დახარჯვის სურვილი სხვადასხვა გასართობზე, საჩუქრებზე. რა თქმა უნდა, ახლობლების განებივრებაზე, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მთელი თვე ცარიელი საფულით დარჩებით. ვენერა - სიყვარულის და ფულის პლანეტა - მეორე და მესამე დეკადაში თქვენს მე-6 სახლში გაატარებს. შეიძლება ბევრი სამუშაო იყოს და ცოტა ფული. ახლა არ არის დრო, იფიქროთ სამუშაოს შეცვლაზე და დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიებაზე. ურთიერთობები შეიძლება იყოს პრობლემატური ფულის გამო. ახლა ჯობია შენახვა. მესამე დეკადაში შეძლებთ საქმიანი და მეგობრული კავშირების დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს სამსახურში წინსვლას, დამატებით შემოსავალის მოზიდვას.
სიყვარული
5 ივნისამდე ლტოლვის, რომანტიკის, ფლირტისა და თავგადასავლების დროა. ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ ურთიერთობა, რომელიც მიგვიყვანს რაიმე სერიოზულ და ოფიციალურ კავშირამდე. გონებრივად და ფინანსურად არ ხართ მზად ცხოვრებაში საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისთვის. 5 ივნისს ვენერა მე-6 სახლში გადავა. სერიოზულად მოგვიწევს უკვე მომწიფებული პრობლემების გადაჭრა. არაფერი გადადოთ ხვალისთვის, თორემ რჩეულთან ურთიერთობა მხოლოდ მოგონებებში დარჩება. ასეთ პერიოდში, ერთმანეთზე ზრუნვა უფრო ფასდება, ვიდრე სიყვარულზე ხმამაღლა საუბარი. უსიამოვნებაზე ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს გულწრფელად, მშვიდი ტონით და პრეტენზიების გარეშე, მშვიდად და გაგებით მოუსმინეთ ერთმანეთს. მარტოხელებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ სამუშაოს. მთელ თვეს გაატარებთ ბიზნესის კეთებაში, კარიერულ სწრაფვაში. მოერიდეთ საოფისე რომანის გაბმას. თუ კოლეგის მიმართ სიმპათია გაჩნდა, ჯობია ყველაფერი იმავე დონეზე დატოვოთ. დაუმეგობრდით და იმუშავეთ ერთად, მაგრამ გრძნობებზე ნუ გექნებათ აქცენტი.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ყურადღება უნდა გაამახვილოთ ქრონიკულ დაავადებებზე ან მემკვიდრეობით მიღებულზე. დაავადების გამწვავებისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა სამედიცინო გამოკვლევა. შესაძლოა, კლინიკებში მოგიწიოთ სირბილმა ხანდაზმული ნათესავის ავადმყოფობის გამო. თუ თავად გაქვთ ხანგრძლივი დაავადებები, საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს. ნუ დაივიწყებთ პრევენციულ ზომებს, რაც ხელს შეუწყობს გამწვავებისა და გართულებების თავიდან აცილებას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მალე გაძლიერდებით ფიზიკურად. ზომიერად უნდა მოიხმაროთ ცხიმიანი და მარილიანი საკვები. ბოსტნეული, მწვანილი და კენკრა შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ასევე კარგია ცურვა და ველოსიპედით სიარული.
4 ივნისის შემდეგ გსურთ აჩვენოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. უბრალოდ ფრთხილად იყავით თავმოყვარეობასთან და ამბიციებთან, თორემ კონფლიქტებში ჩაიძირებით. დარწმუნდით, რომ შეასრულეთ თქვენი ყველა დანაპირები. მიზანშეწონილია გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად კარგად იცით. არ არის გამორიცხული, იპოვოთ ღირსეული სამსახური, გავლენიანი მეგობრის წყალობით.
18 ივნისის შემდეგ თქვენთვის ყველაზე მთავარია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. დაუთმეთ დრო თქვენს ოჯახს და ნათესავებს. შეგიძლიათ ჩაერთოთ სახლის კეთილმოწყობაში. პრიორიტეტული იქნება ქონებრივი და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. მეტად იზრუნეთ ხანდაზმულ მშობლებზე.