ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: "მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: "მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს"

მოგემატებათ თავდაჯერებულობა. მეტად გამოავლენეთ ლიდერის თვისებებს; გახდებით მეტად პრაქტიკული. სასურველის მისაღწევას მოერიდეთ ტყუილებსა და არასწორი გზით სიარულს. იყავით სამართლიანი კონკურენტებთან. თუ ვინმე თქვენი დახმარებს სურვილს გამოთქვამს, უარი არ უთხრათ. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს, კრიტიკა მშვიდად მიიღეთ.

ბიზნესი, სამსახური

მოიმატებს აქტიურობის სურვილი. არ იზარმაცოთ, გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და არ გაუშვათ შანსი ხელიდან. თუმცა, გირჩევთ, ახალი საქმეები მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყოთ. თვის დასაწყისში მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს. კარგი იქნება, თუ პირველ დეკადაში დაისვენებთ, შვებულებას აიღებთ. შეიძლება ზოგიერთ საქმიან პარტნიორთან გაწყვიტოთ კავშირი. შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ფარული საქმიანობა, ან დაასრულოთ საქმე, რასაც ყველასგან მალულად აკეთებდით. 13 ივნისიდან მოგემატებათ ცნობისმოყვარეობა, მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება, ინტერესების დაკმაყოფილება, ახალი მეგობრების გაჩენა. მოიმატებს ლიდერობის სურვილი. ამასთან, გირჩევთ, დრო და ენერგია არაფრისმომცემ საქმეებზე არ დახარჯოთ.

სიყვარული

მოგინდებათ განმარტოება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ. ახალი რომანტიკული ნაცნობების მიმართ იყავით დაკვირვებული. დაწყვილებულებს მოგინდებათ მეტი დროის ერთად, შინ გატარება. ხშირად მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. 23 ივნისი შემდეგ მეტად ორიენტირებული გახდებით გარეგნობაზე, უკეთესობისკენ შეგეცვლებათ პირადი ცხოვრება, მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და პოზიტიური ხართ. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ ძილის რეჟიმს, მეტად ისეირნებთ ფეხით სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრებით ქალაქგარეთ, პიკნიკზე. ზომიერად მიიღეთ მზის აბაზანები. თუ ვარჯიშს გადაწყვეტთ, დარბაზს ბუნება ამჯობინეთ.

14 ივნისის შემდეგ ფრთხილად მოაგვარეთ პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ურთიერთობები. ეცადეთ, შეინარჩუნოთ არსებული კავშირი, თუ უკიდურეს ზღვარზე ხართ, ცივი გონები იმოქმედეთ.

29 ივნისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან ახალი სამსახური. ზოგიერთი ფულს მიიღებთ საჩუქრად, შეიძენთ ნივთს, რომელზეც ოცნებობდით.