მზე პირველი ორი დეკადის განმავლობაში იქნება თქვენს ნიშანში. მზის ეს პოზიცია მოგცემთ ენერგიას, აქტიურობას. გაგიჩნდებათ ახალი მისწრაფებები, სურვილები და მათი რეალიზების, ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. ვინაიდან იუპიტერი ახლა კუროშია, თქვენი ენერგია შესაძლოა მიმართული იყოს შემოქმედებითი ან სულიერი ძიებისკენ. 3 ივნისს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვინმესთან საქმიანი პარტნიორობა ან პირადი ურთიერთობა მთავრდება. შეიძლება იყოს პროექტის კულმინაცია, რომელზეც მუშაობდით ან იურიდიული საქმის დასრულება. შესაძლოა, დაამყაროთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც მტრობდით. 5 ივნისიდან გახშირდება კომუნიკაცია ნათესავებთან და ბავშვობის მეგობრებთან. გაგიჩნდებათ მოგზაურობის სურვილი. მაგრამ ამავდროულად მოგიწევთ გარკვეული წესების გათვალისწინება, დისციპლინის დაცვა, ვინმეზე დამორჩილება. შეზღუდვის პირობების მიუხედავად, თქვენ მაინც მიიწევთ მიზნისკენ. და ისინი შეიძლება იყოს განსხვავებული, არა მხოლოდ საქმიანი. მეორე დეკადაში შესაძლებელია მოტყუება, დაბნეულობა. ამ დროს ალკოჰოლი უკუნაჩვენებია. შეიძლება ვერ დაინახოთ რეალური პრობლემები, დაიწყოთ ღრუბლებში ფრენა. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ნუ გარისკავთ ფულით. მესამე დეკადაში მზე გადადის თქვენს მეორე სახლში. ფინანსებისა და მატერიალური სიმდიდრის თემა თქვენთვის პრიორიტეტული გახდება. თქვენ დაიწყებთ ყველაფრის გამოთვლას, შემოწმებას, ანალიზს. მიიღებთ მაღალი რანგის პიროვნების, უფროსი ნათესავის მხარდაჭერა, რომლის აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ბიზნესი, სამსახური
წარმატება სამსახურსა და კარიერაში კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების წყალობითაა შესაძლებელი. ზედმეტად კონტაქტური და აქტიური იქნებით, რაც პროფესიულ სფეროში კარგ ნაყოფს გამოიღებს. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს პროექტებზე. შეამჩნევთ, რომ უფრო თავდაჯერებული გახდით. მეტი სიზუსტით უნდა გადმოსცეთ თქვენი იდეები და ახალი ინფორმაცია. ინტუიცია და გამჭრიახი გონება საშუალებას გაძლევთ მყისიერად გამოთვალოთ არასასიამოვნო და, პირიქით, თანამშრომლობისთვის სასარგებლო ასპექტები. მოლაპარაკების პროცესის წარმატების დიდი ნაწილი დამოკიდებული იქნება თქვენს მჭევრმეტყველებაზე. ასე რომ, ივნისში კარიერა და ფინანსური მდგომარეობა უნდა გახადოთ პრიორიტეტული.
ივნისის ფინანსები
სერიოზულად მოეკიდეთ თქვენს ხარჯებს ამ თვეში. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება იყიდოთ ყველაფერი ისე, რომ არ გააცნობიეროთ, გაქვთ თუ არა ამის საშუალება. მერე აღმოაჩენთ, რომ თქვენი საფულე დაცარიელდა და მოგიწევთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ყოველდღიური საჭიროებებისთვის გადადებული თანხა. 5 ივნისს შემდეგ გააქტიურდებით შემოსავლის საძიებლად. გახშირდება მივლინება, გადაადგილდება ქალაქში. კარგია ფულის დაბანდება სასწავლო კურსებზე, ლიტერატურაზე. ამ თვეში და-ძმებს შეუძლიათ დაგეხმარონ ფულით. მესამე დეკადაში კიდევ უფრო აქტიური და თავდაჯერებული გახდებით, ბევრს მიაღწევთ.
სიყვარული
ვინც ხშირად ჩხუბობთ რჩეულთან, საჭიროა გულდასმით გადახედოთ თქვენს ქცევას. ეს თვე გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. მაგრამ ამისთვის უფრო რბილი და მორჩილი უნდა იყოთ. ბევრი პრობლემა წყდება არა კამათითა და საყვედურით, არამედ ჩახუტებითა და მოფერებით. მარტოხელა ტყუპი ერთი წუთითაც არ დაჯდება სახლში. თავგადასავლები, პაემნები, მოგზაურობები და წვეულებები გელოდებათ მეგობრებთან ერთად. რომანტიკული შეხვედრისთვის იმდენი ვარიანტი გექნებათ, რომ თავბრუ დაგეხვევათ. და არის შანსი, რომ შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, მაგრამ მიზნად ნუ დაისახავთ დაქორწინებას და შვილების გაჩენას, ჯერ ამის დრო არაა. არ არის გამორიცხული, შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. ეს შეიძლება იყოს კოლეგა, მეზობელი ან ძველი მეგობარი. მიიზიდავს ინტელექტუალებს და არა ლამაზ ადამიანებს. არ არის გამორიცხული, ივნისში სამოგზაუროდ წახვიდეთ და სწორედ იქ მოხდება საბედისწერო შეხვედრა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ივნისში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თავს მშვიდად იგრძნობთ. მთავარია, იყოთ მაქსიმალურად აქტიური, არ იჯდეთ სახლში ტელევიზორის წინ. გირჩევთ ველოსიპედს, ლაშქრობას, გუნდურ თამაშებს და ცურვას. მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი დაგეხმარებათ სხეულისა და სულის კარგი ფორმის შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ქოშინი, უხვი ოფლიანობა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები გამოგივლინდებათ, წადით საავადმყოფოში. არ გაცივდეთ, უარი თქვით ცივ სასმელებზე. შეამცირეთ ზედმეტად ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები. და, რა თქმა უნდა, თეფშზე მოათავსეთ ბოსტნეული, მწვანილი და ხილი. ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან.
4 ივნისის შემდეგ შესაფერისი პერიოდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუ ნამდვილად გსურთ ერთად ყოფნა, მაშინ იყავით! რაც შეეხება საქმიან პარტნიორობას, მიიღებთ თქვენს პატიოსნად გამომუშავებულ ფულს და თანამშრომლობაც ამით დასრულდება.
18 ივნისის შემდეგ სავსე ხართ ახალი იდეებით, რომლებიც გსურთ, სწრაფად განახორციელოთ. აზრები ტრიალებს პროექტების, თვითგანვითარებისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გარშემო. მოსალოდნელია ცვლილებები გარემოში, გარეგნულ იმიჯსა და შინაგან სამყაროში. ბევრი გადაწყვეტთ რადიკალურად შეცვალოთ ტანსაცმლის სტილი, გაიკეთოთ კრეატიული ვარცხნილობა ან ტატუ.