სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად უნდა გააქტიურდეთ. დაგეგმეთ რა გსურთ და იმის მიხედვით იმოქმედეთ, ენერგიას ტყუილად, არაფრისმომცემ საქმეებზე ნუ დახარჯავთ. მოიმატებს წვრილ-წვრილი საქმეები და ვალდებულებები. მოიმატებს შეხვედრები, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. რაც უფრო მონდომებული იქნებით, მით უკეთეს შედეგებს მიიღებთ. ზოგიერთმა შეიძლება საქმიანობა ან სამუშაო გარემო შეიცვალოთ. ზოგიერთს მოგიწევთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ბიზნესი, სამსახური
მაქსიმალურად აქტიური იქნებით და ენერგიულად შეუდგებით მოქმედებას, რომ მიაღწიოთ წარმატებას პროფესიულ სფეროში. სამუშაოც ბევრი გექნებათ და დასვენებისთვის ვერც მოიცლით. უამრავი ახალი პროექტი გექნებათ განსახორციელებელი. მოგიწევთ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა. მთავარია, მოთმინება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. აგრეთვე, დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. წარმატებული პერიოდი გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს. ამასთან, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ და ნურც ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ, სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა. გახშირდება მივლინება და მოლაპარაკებები. გაფრთხილდით, ყველას ნუ ენდობით. ივნისში მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. ფული ასევე დაგეხარჯებათ სწავლაზე. კარგი იქნება, თუ გამონახავთ შემოსავლის დამატებით წყაროს. 13 ივნისიდან ჩაერთეთ ინტელექტუალურ საქმიანობაში.
სიყვარული
მატერიალური მდგომარეობა შეიძლება სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით გაგიუმჯობესდეთ. მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. ამასთან, პირველი-7 ივნისის შუალედში მოერიდეთ დაპირებების გაცემას. დაქორწინებულება არ იკამათოთ მეუღლესთან ფინანსური საკითხების გამო. უმჯობესია, მეტად მზრუნველები და მოსიყვარულეები გახდეთ ერთმანეთის მიმართ. 15-30 შუალედში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. აკონტროლეთ წნევა, კუჭისა და გულის მუშაობა. თუ ოჯახში ასაკოვანი წევრები ჰყავთ, იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ იმუნიტეტის, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაიწყეთ ვარჯიში, იარეთ ფეხით.
14 ივნისის შემდეგ დაისახეთ კონკრეტული მიზნები. აღადგინეთ ძველი კავშირები. დაიწყეთ დაწებული საქმეების დასრულება. მიზნებს მაშინ განახორციელებთ, როცა კეთილგონიერებას მოუხმობთ.
29 ივნისის შემდეგ მეტი დრო გაატარეთ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში. აკონტროლეთ ემოციები. შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ.