, გადავწყვიტე, დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკლი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.
რახუ (აღმავალი კვანძი) თევზები – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) ქალწული
მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი : მოთმინება + კეთილსინდისიერება= სულიერი განვითარება
სასურველია იზრუნოს: სულიერების ამაღლებაზე. გამოიმუშაოს ჰუმანურობა. იყოს შემოქმედებითი.
ეკრძალება: მერკანტილურობა, ბიუროკრატია, პედანტიზმი.
კარმული მისიაა: აიმაღლოს ცნობიერების დონე, გახდეს უფრო გულმოწყალე, ჰუმანური. ლოიალური. ისწავლოს თანადგომა და ადამიანების სულიერი გამხნევება.
ძალზე ხშირად ამგვარი კარმული მისიით ქვეყანას, ღვთისმსახურები, ფსიქოლოგები ან სოციოლოგები ევლინებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს რომელიც მოცემული პროგრამით იბადება მოეთხოვება აიმაღლოს სულიერების დონე. კარმული ვალი მას შეუძლია გადაიხადოს ადამიანებისადმი უანგარო მსახურებით, მათ სულიერ განვითარებაზე ზრუნვით. შეჭირვებულების თანადგომით.
პროფესიები:
1. თეოლოგია
2. ფსიქოლოგია
3. მუსიკა
4. საიდუმლო სამსახური (საგამოძიებო სტრუქტურა)
5. მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
6. სოციოლოგია
რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი : ავადმყოფობამ, პრობლემებმა სამართალდამცავებთან (ხშირად იდეოლოგიური ან რელიგიური შეხედულებების გამო), შეზღუდვამ, იზოლაციამ.