, გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.
რახუ (აღმავალი კვანძი) თხის რქა – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) კირჩხიბი
მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: კონცენტრაცია + აღქმა = კარიერული და პროფესიული ზრდა.
სასურველია იზრუნოს: საჭირო კონტაქტების დამყარებაზე. პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება-გაძლიერებაზე. ორგანიზატორული უნარ-ჩვევების გამოვლენაზე.
ეკრძალება : მანიპულაცია სასურველი მიზნის მისაღწევად კარიერულ კიბეზე. მარტოოდენ საკუთარ წინსვლაზე ზრუნვა.
კარმული მისია : სოციალური კუთხით თვითრეალიზაცია
ამგვარი კარმული მისიით დაბადებული ადამიანისთვის ცხოვრებაში მთავარია, სწორად მოახერხოს სოციუმში ინტეგრაცია. შეძლოს საკუთარი ცოდნის, პროფესიონალიზმისა და ნიჭის მიზნობრივად გამოყენება. ამ გზით კი ავტორიტეტის მოპოვება, რაც ისევ და ისევ სხვების დასახმარებლად უნდა გამოიყენოს. მან უნდა გამოიმუშაოს ხასიათში შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, ნებისყოფის სიმტკიცე. დაძლიოს ინფანტილიზმი და ბავშვურობა.
პროფესიები:
1. მათემატიკოსი
2. მკვლევარი-მოგზაური
3. მწერალი (ანალიტიკოსი)
4. მხატვარი
5. ადმინისტრაციული მუშაკი
6. პოლიტიკოსი
რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: სირთულეების მიმართ არამდგრადობამ. სხვების იმედად ყოფნამ. ინფანტილურობამ. მომავლის შიშმა.