ავტორი:

კარმული სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კარმული სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

12 აგვისტოს სავსემთავრეობა გვქონდა მერწყულის ნიშანში. სტატია სავსემთავრეობის ტენდენციებზე დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი სავსემთავრეობის ორკვირიანი ასტროლოგიური პროგნოზი მოგიმზადეთ. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

მიიღებთ შედეგს, ფულს იმ საქმეებისგან, რაც 6 თვის წინ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყეთ, ან ინტერნეტპროექტებისგან. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს მეგობრებთან, ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, მათ მიმართ მეტი სიყვარული გამოავლინოთ. ნუ ეცდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას პარტნიორებზე, თანამოაზრეებზე. შეიძლება გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან, რომელში ყოფნაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. გაუფრთხილდით კომპიუტერულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, გაჯეტებს. ზოგიერთმა შეიძლება სოციალური ქსელიდან, პროექტებიდან მიიღოთ შემოსავალი.

კურო

მომართული ხართ კარიერული, სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე; ავტორიტეტის ამაღლებაზე. მიიღებთ შედეგს ადრე დაწყებული საქმეებისგან. ან შეიძლება დაასრულოთ დაწყებული პროექტები და საკუთარი ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ ან პენსიაზე გასვლა გადაწყვიტოთ. თუ გადაწყვეტილი გქონდათ დაქორწინება ან შვილის გაჩენა სოციალური სტატუსი შეიძლება ამ მიმართულებით შეგეცვალოთ - დაქორწინდეთ ან მშობელი გახდეთ.

ტყუპი

თუ გადაწყვეტილი გქონდათ, გაემგზავრებით სამოგზაუროდ. გადაწყვეტთ უმაღლესი განათლების მიღებას ან თუ მიტოვებული გქონდათ, აღდგენას. შეიძლება მიიღოთ შემოსავალი უცხოეთიდან ან გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამუშაოდ. არ გირჩევთ ურთიერთობის გაფუჭებას უცხოელ პარტნიორებთან. დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. თუ მწერალი ხართ, შეიძლება გამოსცეთ საკუთარი წიგნი ან გაამრავალფეროვნოთ პირადი ბიბლიოთეკა.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. დაკვირვებით მოაგვარეთ მატერიალური თემები. განსაკუთრებით თუ თუ პარტნიორებთან (სასიყვარულო ან ბიზნეს) ერთად ფლობთ რამეს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და არც ფულის ვალებში გაცემას, კრედიტის აღებას. თქვენ, როგორც წესი, მძაფრად გრძნობთ სავსემთვარეობას და ეცადეთ, მეტად დაისვენოთ; შეამციროთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან და გამოიძინოთ. სატურნის გავლენით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ზედმეტი კონტროლის ქვეშ ხართ. ხანდახან შეიძლება დეპრესიამაც კი შემოგიტიოთ. საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები გაქვთ აღებული და გეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებით.

ლომი

არ დაძაბოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ნუ ეცდებით, რომ მათ გადააბაროთ მთელი პასუხისმგებლობა, საქმეები ან - უსიამოვნება. ან შეიძლება პარტნიორი მოგექცეთ ასე. არ გირჩევთ სხვების მანიპულირებას. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რომ გარშემო მყოფებთან არ იკამათოთ, არ ჩაერთოთ უსიამოვნებაში. ყურადღებით იყავით ხელშეკრულებების გაფორმებისას (უმჯობესია, უკეთესი დროისთვის გადადოთ), ახალ კლიენტებთან. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მშვიდად შეხედეთ მოვლენებს არ იკამათოთ. დღეს თვალი უნდა დახუჭოთ იმაზე, რაზეც ადრე მწვავე რეაქცია გექნებოდათ.

ქალწული

დაარეგულირეთ სამსახურის საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა ან გამაჯანსაღებელი პროცედურები. გადახედეთ თქვენს ძილისა და კვების რეჟიმის, ფიზიკურ აქტიურობას. უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, განმარტოვდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ემოციებს არტთერაპიაში გადაიტანთ, მოინახულებთ წმინდა ადგილებს. გახსოვდეთ, რაც უფრო ენერგიული იქნებით, მით უკეთ შეასრულებთ საქმეებს. გამორიცხული არაა, დაგემატოთ ახალი ვალდებულებები.

სასწორი

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბალანსი უნდა დაიცვათ ბავშვებთან ურთიერთობაში, არ დაძაბოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული. აგრეთვე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა. კარგი პერიოდია დაწყებული პროექტების დასასრულებლად, შვებულებაში გასამგზავრებლად.

მორიელი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით, თანამდებობით უფროს ადამიანებთან. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ გირჩევთ მათთან კამათს არც ოჯახში და არც სამსახურში. დაარეგულირეთ სახლი-სამსახურის საკითხი. არ გირჩევთ ერთის გამო მეორეს დაზარალებას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. შეიძლება დაასრულოთ დაწყებული რემონტი ან სამსახურში - პროექტი. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა ან მშობლიური სახლიდან, ქვეყნიდან წასვლა. ზოგი კი გადაწყვეტს, სახლიდან იმუშაოს. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ ოჯახური საიდუმლო.

მშვილდოსანი

ახლა დასრულდება ის საქმეები, რაც 6 თვის წინ დაიწყეთ. ეს შეიძლება იყოს სწავლა და სერტიფიკატის აღება, მოგზაურობის დაგეგმვა და ახლა გამგზავრება. თუ გაჯეტების ან ავტომობილის ყიდვას აპირებთ, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. ახლა დროა, რომ განაახლოთ ურთიერთობა მეზობლებთან, მეგობრებთან. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, მივლინებისას; არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ნუ დატოვებთ ზარებს უპასუხოდ.

თხის რქა

მიიღებთ შედეგს, ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. შეიძლება 6 თვის წინ დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა და შედეგს ახლა ნახავთ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა. მოიმატებს საკუთარი ძალების, რესურსების გამოცდის სურვილი, გამორიცხული არაა, ახლა დაასრულოთ საქმეები და მომდევნო ახალმთვარეობაზე (მომდევნო ახალმთვარეობა გველოდება 27 აგვისტოს ქალწულის ნიშანში) ახალი პროექტები, სამსახური დაიწყოთ. ამ ორი კვირის განმავლობაში არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არ აიღოთ კრედიტი, არ გასცეთ ვალი.

მერწყული

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. მოიმატებს ემოციურობა, საკუთარის მიღების სურვილი. მოგინდებათ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილებების მოხდება. უნდა დაარეგულირეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ისე იმოქმედეთ, რომ არც თავად დაზარალდეთ მათ გამო და არც საკუთარი პასუხისმგებლობა აჰკიდოთ მათ. თქვენ არ გიყვართ ზედმეტი პაუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გირჩევთ, ორიგინალურ მეთოდს მიმართოთ, რომ შეარბილოთ ურთიერთობა, არ გაწყვიტოთ კავშირი. ეს სავსემთავრეობა დაგანახვებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა დაასრულოთ და რას უნდა გაუთავისუფლოთ ადგილი.

თევზები

განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ. უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოიცილოთ ყველაფერი ის, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან, შიშებისგან გასათავისუფლებლად. გამონახეთ დრო არტთერაპიის, ფოტოგრაფიისთვის. თუ 6 თვის წინ შემოქმედებითი იდეები გქონდათ დაწყებული, ახლა დაასრულებთ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოინახულეთ წმინდა ადგილები, დაეხმარეთ გაჭირვებულებს პროდუქტებითა და ნივთებით. შვებულება გაატარეთ წყლის სანაპიროსთან. დაიწყეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გაიუმჯობესეთ ძილისა და დასვენების რეჟიმი.