ავტორი:

კირჩხიბი მელანქოლიურია, ვერძი - ქოლერიკი, როგორი ტემპერამენტი გაქვთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

კირჩხიბი მელანქოლიურია, ვერძი - ქოლერიკი, როგორი ტემპერამენტი გაქვთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

დღეს უჩვეულო ჰოროსკოპი გვექნება. ჩვენ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედავთ და თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაგანდობთ თქვენი ტემპერამენტის საიდუმლოებებს ...

ვერძი

ცალსახად ქოლერიკულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტემპერამენტული ნიშანი. მისთვის განსაკუთრებული ფერებია: ალისფერი, სანგრია, მეწამულ-ნარინჯისფერი. ვერძი ბუნებით დაბადებიდან ლიდერია და ავლენს კიდეც მის თვისებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ლტოლვა სიცოცხლისადმი, მიზანდასახულობა და აგრესიულობაც. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ უდიდეს წარმატებას პოლიტიკაში, პედაგოგიკაში, იურისპრუდენციაში და სპორტულ ასპარეზზე. ფული, თვითრეალიზაცია და წარმატება მოვა თქვენთან მენეჯმენტისა და საჯაროობის გზით.

კურო

ეს ნიშანი შეიძლება იყოს როგორც ცნობილი ტირანი, ასევე ნაზი, კეთილი საყვარელი. კუროს აქვს შესანიშნავი გემოვნება, დახვეწილი ოსტატობა და გაძლიერებული ლტოლვა ირგვლივ ყველაფრის ჰარმონიზაციისთვის. ტემპერამენტი აერთიანებს ფლეგმატიკისა და სანგვინიკის თვისებებს. თუ ტიპური კურო ხართ, თქვენთვის წარმატების მომტანი ფერები არის: კაშკაშა ნარინჯისფერი, მარჯანი, ატმისფერი და პასტელური ვარდისფერი. აგრეთვე ღია მწვანე, ზეთისხილისფერი ან სალათისფერი. თქვენ ხართ შინაურული, კეთილი და მგრძნობიარე, მაგრამ მტკიცედ მდგარი მყარი ბუნება გაქვთ. ფულს უყვარხართ და მოდი თქვენთან, მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მოინდომოთ!

ტყუპი

ტყუპი სუფთა სანგვინია. მათთვის ენერგიის მიმცემი ფერებია: ყვითელ-ნარინჯისფერი. ასევე კარგი ფერებია, ინდიგო ან ფუქსია. თქვენ შექმნილი ხართ იმისთვის, რომ იცხოვროთ სიამოვნებისთვის, კრეატიულობისთვის, გიჟური სიყვარულისთვის, მოგზაურობისა და შთაგონებისთვის. სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ბედნიერება მოვა თქვენთან მხოლოდ თვითგამოხატვით, რაც შეიძლება იყოს სრულყოფილი ნებისმიერ სფეროში. თქვენ ხართ შემოქმედი!

კირჩხიბი

ტემპერამენტის ტიპის მიხედვით კირჩხიბები მელანქოლიურები არიან, მაგრამ ნუ ჩქარობთ გაბუტვას. თქვენ ხართ კომუნიკაბელური, მგრძნობიარე; სიკეთეზე, თანაგრძნობაზე, კრეატიულობაზე მომართული. გაქვთ უნარი, გულწრფელად გჯეროდეთ ადამიანებისა და საყოველთაო სამართლიანობის. თქვენი ფერებია ნაზი ლურჯი, ფირუზისფერი, ნაცრისფერ-ლურჯი და თეთრი. თქვენ ასხივებთ: სიბრძნეს, ზოგჯერ ეჭვიანობასაც და ერთგულებას, სენსუალურობას და მიუკერძოებლობას. კირჩხიბებს შეგიძლიათ ბრწყინვალედ გამოიჩინოთ თავი როგორც სამეცნიერო მუშაობაში, ასევე ფიზიკურ შრომაში.

ლომი

ლომი ემოციური და ძლიერი ნიშანია. მათთვის წარმატების მომტანია ციმციმა ოქრო ყველა ელფერით, ლალისფერიც. ეს სრულად ავლენს ნიშნის ძლიერ და გაბატონებულ ბუნებას. ზეწოლა, რომლითაც ლომები ხშირად მოქმედებენ, განპირობებულია ქოლერიკული ადამიანების თანდაყოლილი ტემპერამენტით, ხოლო სწორი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი და მაგნეტიზმი მომდინარეობს სანგვინიკის ტემპერამენტისგან. თუ ეს თქვენი ნიშანია, მაშინ შეგიძლიათ დაიკვეხნოთ მრავალი გამორჩეული თვისებით, მათ შორის განმანათლებლობა, ცნობიერება და აქტივობა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიგოთ ნებისმიერის გული და დაიპყროთ ნებისმიერი კვარცხლბეკი.

ქალწული

ქალწულები ფლეგმატურები არიან, მათი ფერებია: მდიდარი მწვანე, ზურმუხტისფერი. ქალწულები წონასწორობისა და ჰარმონიის მეფეები არიან. ეს ნიშანი თავის ირგვლივ ყოველთვის აშენებს სისტემას, რომელსაც სხვები ნებით მიჰყვებიან, ქაოსისგან დაღლილები და ეს არის ამ ნიშნის მთავარი მიმზიდველობა. ქალწული არის სიმბოლო ბუნებასთან სიახლოვის, ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემის, ზრდისკენ მუდმივ სწრაფვის, კეთილდღეობის. ქალწული ასევე ისწრაფვის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციისკენ.

სასწორი

სასწორის ტემპერამენტი ორმაგია, ისევე როგორც თავად ნიშანი. ცისფერის კომბინაცია ყვითელთან გამოავლენს სასწორის ინტელექტის მაღალ დონეს და მათ მუდმივ სურვილს სიხარულისა და ახალი ემოციებისკენ. ამ ნიშანს არ შეუძლია მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრება. ხალისიანობა, აღქმის სიმარტივე, მომხიბვლელობა და გადამდები აღფრთოვანება მუდამ თან ახლავს სასწორს. მათში სანგვინიკურობაც იგრძნობა და მელანქოლიურობაც. რაც გამოიხატება საეჭვოობაში, სექსუალობასა და ფიზიკურ მიზიდულობაში.

მორიელი

ეს ყველაზე ტემპერამენტიანი ნიშანია! ის მხოლოდ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს ჩამორჩება. მაგიური და ეზოტერიკული მორიელები იმდენად რადიკალურები არიან, რომ თეთრისა და შავის კონტრასტს ანიჭებენ უპირატესობას. მოსწონთ მწვანეც, წითელიც. მორიელებში თანაარსებობს ქოლერიკული და მელანქოლიური ტემპერამენტი. რაც მათ აიძულებს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნენ. მაგრამ არის პლუსიც: მორიელები აცნობიერებენ თავიანთ ბედს და ხშირად აღწევენ მნიშვნელოვან სიმაღლეებს.

მშვილდოსანი

მხიარული და აქტიური ოპტიმისტები მშვილდოსანი ბუნებით სანგვინიკურ-ქოლერიკულია. ფერებიდან იხდენენ ნაცრისფერ-მწვანეს და გარგრისფერს. თქვენ გიყვართ მოგზაურობა, თავგადასავლები და აღმოჩენების გაკეთება. თქვენი მოწოდება არის ხალხისთვის სასიხარულო, ენერგიის მომცემი. მშვილდოსნებისგან მიიღება საუკეთესო აღმომჩენები, ჟურნალისტები, მოგზაურები, გეოლოგები და მეცნიერები. თქვენ შესანიშნავად აერთიანებთ ლოგიკასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს; გამბედაობას და რაციონალურობას, გამორჩეულ გონებას და ბავშვურ ცნობისმოყვარეობას.

თხის რქა

თხის რქა საკმაოდ ტემპერამენტული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მძიმე ნიშანია. მასში გამოხატულია ქოლერიკული და მელანქოლიური ტემპერამენტი. მისი ფერებია ლურჯი, ღია ვარდისფერი, ნაცრისფერი. თხის რქებს უყვართ საჯაროობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოსწონთ, როცა ყველაფერი მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მოკრძალებულები არიან გამონათქვამებში. ნაცრისფერი კარდინალის როლსაც ხშირად თამაშობენ. თხის რქებიდან ერთგული პარტნიორები არიან და როგორც მეგობრები - მშვენიერები.

მერწყული

მერწყულები კლასიკური სანგვინიკები არიან. ისინი არ არიან ისეთი ხმაურიანი და მოუსვენრები, როგორც ქოლერიკები, მაგრამ არანაკლებ მხიარულები და თავგადასავლების მოყვარულები ბრძანდებიან. უხდებათ: იასამნისფერი, ვარდისფერი და ლავანდისფერი, ღია ცისფერი და ყვითელი. მერწყულები განწყობის ადამიანები არიან და თუ მოინდომეს, სამყაროს დაიპყრობენ. ამ ნიშანს ბრწყინვალე პოტენციალი აქვს, მთავარია, დროულად გამოავლინოს ის. საკმარისი რესურსიც აქვს წარმატების მისაღწევად. ასევე, ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოცდილი საყვარლები არიან.

თევზები

თევზები კირჩხიბების მსგავსად მელანქოლიურები არიან, მაგრამ უფრო რომანტიკულები. მათთვის საუკეთესო ფერებია ლურჯი, ვერცხლისფერი და მარგალიტისფერი. ერთი მხრივ თევზები თითქოს ამაღლებული ადამიანები არიან. ამქვეყნიური, სამყაროს საიდუმლოებებში ინფორმირებულები. მეორე მხრივ: მხიარული წვეულების მიმდევრები და ჩხუბის მოყვარულები, რომლებიც ყოველდღე ისე ცხოვრობენ, თითქოს ეს უკანასკნელი დღე იყოს. ამ ნიშნის ღრმა სიბრძნე ზოგჯერ ესაზღვრება სიგიჟეს. თევზებს შორის არის ბევრი ბრწყინვალე მსახიობი, პოეტი, მწერალი, გამომგონებელი და გენიოსი.