, მზეა იგი თუ მთვარე , უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ
ლილიტი კირჩხიბში
ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიუთითებს იმას, რომ ადამიანს აქვს წინა ინკარნაციიდან გადმოყოლილი გენეტიკური კარმა. არსებობს ორი ვარიანტი: ერთი, როცა ადამიანი თავად არის საკუთარ თავში გენიოლოგიური ცოდვების "გამტარი" და იგი ამ ქვეყანას სწორედ მათი განეიტრალების გამო ევლინება; მეორე, როცა ინდივიდი თავად იყო საკუთარი გვარის გამყიდველი, საკუთარი ოჯახის უარმყოფელი. ნებისმიერ შემთხვევაში მისი პრობლემები ოჯახის, სამშობლოს, გენეოლოგიის გარშემო ტრიალებს. ამიტომ ინდივიდს ხშირად აქვს კონფლიქტი ოჯახთან. ოჯახის წევრები და ნათესავები ხშირად უშლიან მას ხელს განვითარებასა და წინსვლაში ან თავად ადამიანს აქვს ილუზია იმისა, რომ სადაც ის არ არის ყველგან სამოთხეა და იწყებს გამუდმებულ ხეტაილს ქვეყნიდან ქვეყანაში, მყუდრო ბუდის საძებრად, რომელსაც რეალურად ის ოჯახი წარმოადგენს სადაც დაიბადა.
სამედიცინო ასტროლოგიის კუთხით ლილიტის ამგვარი კომბინაცია ხელს უწყობს ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნას. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ასეთ ლილიტს თირკმელის სუსტი ფუნქციის მქონე ადამიანების რუკაში. ბევრ მათგანს აღენიშნება სიმსივნური წარმონაქმნებისკენ მიდრეკილება – მიომა, კისტა, ფიბრომა და ა.შ. ქალებში ლილიტი კირჩხიბი თავს ავლენს საშვილოსნოს ანომალიის ან საკვერცხეების ანთების სახით.