ლილიტი მორიელში

ლილიტი მორიელში

, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.

ლილიტი მორიელში

ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში ხშირად იყენებდა საკუთარ სექსუალურ მომხიბვლელობას ანგარების მიზნით. ხშირად ასეთი ლილიტი განვლილ ცხოვრებაში სექსუალურ გაუკუღმართებაზე მიანიშნეს. შესაძლოა ადამიანი ეწეოდა ამორალურ ცხოვრებას. ამიტომ ამ ცხოვრებაში, ადამიანს გადმოყოლილი აქვს მორიელის ძლიერი გავლენა და მადა სექსუალური მოთხოვნილებების კუთხით. იშვიათ შემთხვევაში ლილიტის ამგვარი განლაგება მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი გატაცებული იყო შავი მაგიით ან ჰიპნოზით. რის ხარჯზეც ბევრი დააზარალა. შავი მთვარე მორიელში საკმაოდ აქტიურად ვლინდება. იგი უბიძგებს ადამიანს სუიციდის, ძალადობის ან უთავბოლო სექსუალური კავშირებისკენ.

სამედიცინო თვალსაზრისით – ლილიტი მორიელში იძლევა ონკოლოგიური დაავადებების საფრთხეს, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან თორმეტგოჯა ნაწლავის გართულების ალბათობას. გარდა ამისა, ლილიტის ამ მდებარეობას განეკუთვნება საშვილოსნოს დაავადებები. ზოგიერთი სახის ვენერიული დაავადება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით