ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

კუროებო, თქვენი დროა, უნდა გააქტიურდეთ! მეტად გამოავლინეთ ინდივიდუალურობა, იზრუნეთ, რომ გახდეთ პოპულარული, წარმატებული. უნდა გამოხვიდეთ საზოგადოებაში. კარგი იქნება, თუ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ჩაატარებთ: შეიცვალეთ სტილი, იმიჯი. მოიმატებს რისკი და სითამამე. კარგი იქნება ახალი საქმეების დაწყება, უკვე არსებულების განვითარება.

საქმიანი პროგნოზი

დაკვირვებით მოაგვარეთ საქმეები, ფინანსებთან დაკავშირებული ვალდებულებები. საბუთებს სანამ ხელს მოაწერთ, დაკვირვებით წაიკითხეთ. დაკვირვება გმართებთ, თუ ონლაინ აპირებთ ნივთების გამოწერას. შეიძლება მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს. ნუ განერვიულდებით, თუ შეფერხდება პროექტები, გადაიდება მივლინება, საქმიანი შეხვედრა. გექნებათ დრო, ყველაფერი გამოასწოროთ და იდეალურად დაასრულოთ.

სიყვარული

მოიმატებს რომანტიკულობა და შეიძლება გრძნობები შემოქმედებით საქმიანობაში გადაიტანოთ. გამონახეთ დრო რომანტიკული პაემნებისთვის. სასურველია, შვებულება თუ არა, უქმეები მაინც გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. მასთან იყავით გულახდილი. თქვენმა უთქმელობამ ცუდად არ იმოქმედოს ურთიერთობაზე. ზოგიერთს მოგინდებათ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა. ან შეიძლება დაგიბრუნეთ ყოფილი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თვის დასაწყისში აქტიური და ენერგიული იქნებით. შეხვედრებითა და ვალდებულებებით დატვირთული. ხშირად მოგიწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. თვის მეორე ნახევარი მეტად დაუთმეთ დასვენებას, მსუბუქი საქმეების შესრულებას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა.

16 მაისის შემდეგ დაარეგულირეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოგიწევთ მათი მოთხოვნების გათვალისწინება. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ.

30 მაისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საუკეთესო დროა ფულის დასაბანდებლად. გამონახეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.