ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ ოჯახს, მოაგვაროთ საბინაო საკითხები. გადაიფორმოთ უძრავ ქონებასთან დაკაშირებული საკითხები. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან. უნდა იზრუნოთ ოჯახური ტრადიციების აღდგენაზე, მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ჩაერთოთ ოჯახურ ბიზნესში. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ ისტორიულ, საგვარეულო ადგილებს.

საქმიანი პროგნოზი

თვის დასაწყისში გახშირდება საქმიანი შეხვედრები და სამომავლო იდეების განხილვები. ამასთან, გაფრთხილდით, არ გირჩევთ ფინანსურ მაქინაციებში გახვევას, აზარტულ თამაშებს. იყავით დაკვირვებული საბუთებზე მუშაობისას. შუა მაისიდან უნდა მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ ვალდებულებებს, პროექტებს, შემოქმედებით იდეებს. გააგრძელეთ საბინაო თემებზე მუშაობა. შეიძლება დაგიბრუნეთ ძველი კლიენტი ან ბინზესპარტნიორი.

სიყვარული

მარტოხელებმა შეიძლება გააბათ რომანი მეგობართან ან კლასელთან. სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა სასწავლო კურსზე, ინტელექტუალურ პლატფორმაზე. გახშირდება სასიყვარულო მიმოწერა; იმატებს ინტერნეტნაცნობობის შანსი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აქტიურად იქნებით ჩართული მატერიალური საკითხების მოგვარებაში. იზრუნეთ შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაზე. გადახედეთ კლიენტთა ბაზას, შეიძლება მოგინდეთ საფასურის გაძვირება თქვენს საქმიანობაზე. კარგი იქნება, თუ ფიზიკურადაც გააქტიურდებით ეს შეიძლება იყოს ვარჯიში ან მიწაზე მუშაობა; ამასთან, გირჩევთ, ფიზიკურად გახურებულმა არ დალიოთ ცივი წყალი. თავს მეტად მიეცით დასვენების, მოდუნების უფლება.

16 მაისის შემდეგ კარიერული საკითხები მოაგვარეთ, რა ადგილის დამკვიდრება გსურთ სოციუმში. გირჩევთ, ღირსეულად გეჭიროთ თავი და არ შერცხვეთ საზოგადოებაში. სამსახურში შეიძლება დაგაწინაურონ ან მეტი ვალდებულება დაგაკისრონ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, კარდინალურად შეიცვალოთ საქმიანობა.

30 მაისის შემდეგ მეგობრებთან ერთად მხიარულება და გართობა მოგინდებათ. გახშირდება მეგობრული ვიზიტები. გაიხსენებთ ძველ ჰობის. გაიუმჯობესებთ რომანტიკულ სფეროს. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.