ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

ურთიერთობების მოგვარებაზე უნდა იზრუნოთ, სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. დაფიქრდით, იქნებ, სათანადო დროს არ უთმობთ მათ ან იქნება, ზედმეტად თავს ხომ არ ახვევთ თქვენს მოთხოვნებს. საქმიან პარტნიორთან ერთად უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები; საყვარელ ადამიანს კი რომანტიკული საღამოები მოუწყოთ. გამოგიჩნდებათ ახალი კლიენტები, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი გელით, რომელსაც თუ მოინდომებთ, რომანში გადაზრდით. ამასთან, თავადაც უნდა გააქტიურდეთ, რომ ის ადამიანი იყოს თქვენ გვერდით, ვინც ნამდვილად მოგწონთ.

საქმიანი პროგნოზი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ძალიან ადვილად გამოიცნობთ გარშემო მყოფების ზრახვებს. საქმეების მოსაგვარებლად პარტნიორად აირჩიეთ ის ადამიანი, ვისშიც სრულად ხართ დარწმუნებული. მიაქციეთ ყურადღება რას ამბობენ და რას აკეთებენ გარშემო მყოფები. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. თუ გონივრულად იმოქმედებთ, კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში.

სიყვარული

საყვარელ ადამიანზე მეტად უნდა იზრუნოთ. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ თქვენი ყოველდღიური ვალდებულებები. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო კვლევას. ერთად დაიწყებთ მკურნალობას. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ კოლეგასთან.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ რომანტიკული თავგადასავლები; შვებულების ან უქმეების საყვარელ ადამიანთან ერთად გატარება. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ცეკვებისა და ექსკურსიებისთვის. დაუმეგობრდით შვილებს. ფული შეიძლება ლატარიაში, აზარტულ თამაშებში მოიგოთ. სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან. კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას.

16 მაისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, განვითარებას. იზრუნეთ, რომ ცხოვრების ყველა სფერო კარგად გქონდეთ მოგვარებული. უნდა დაიცვათ ბალანსი დამოკიდებულებებსა და თავისუფლებას შორის. ზოგიერთი საკითხის მოგვარებისას ლიდერის პოზიცია უნდა მოირგოთ და არა გაბუტული ბავშვის.

30 მაისის შემდეგ დაკვირვებით უნდა მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. გადაიხადეთ ვალები, კრედიტები. შეიძლება საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან ერთად დაიწყოთ საერთო საქმე. კარგი იქნება, თუ გაერკვევით ბუღალტერიაში, საბანკო სფეროში.