მოგინდებათ საქმეების მოგვარება სახლშიც და სამსახურშიც. იყავით დაკვირვებული თითოეული დეტალისადმი. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ უსარგებლო ნივთებს - ძველ ჟურნალებს, სამოსს და ა.შ.
საქმიანი პროგნოზი
გახშირდება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს, განაახლოთ პროექტები. ზოგიერთი დაფიქრდებით, რა გჭირდებათ წინსვლისთვის და მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, დამატებითი განათლების მიღება. შეიძლება უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავროთ ან ონლაინკურსებზე ჩაეწეროთ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ცვლილებები. სასურველია, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
სიყვარული
ოჯახურ ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. მეუღლეები ერთმანეთს სულ სხვა თვალით შეხედავთ და შეიძლება თაფლობის თვეც კი მოიწყოთ. ოჯახში ურთიერთობა გახდება ჰარმონიული და მეგობრული. საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში, საქმეების მოგვარებაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
დრო და ენერგია სამსახურისა და ოჯახის ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას უნდა დაუთმოთ. ვალდებულებები მოგემატებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. სამსახურში იყავით კონცენტრირებული კონკრეტული პროექტის შესრულებაზე. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას; კარგი იქნება, თუ დაიწყებთ სწორად კვებას, ვარჯიშს, დილაობით მსუბუქ ვარჯიშებს შეასრულებთ.
16 მაისის შემდეგ გადახედეთ შემოსავალს. ფული ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფერ აუცილებელზე გეყოთ. მოიმატებს ხარჯი. ზოგიერთმა შეიძლება ის ნივთი შეიძინოთ, რაც დიდი ხანია გსურდათ.
30 მაისის შემდეგ შეგეცვლებათ დამოკიდებულება საქმეების, მოვლენებისა და გარშემო მყოფებისადმი. შეიძლება მოხდეს ღირებულებების გადაფასება.