ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

თვის დასაწყისში მეტი დრო დაუთმეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით, არტთერაპიით. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით, სიმშვიდეში დაისვენებთ. ხმაურიან წვეულებებზე დასწრებას შინ ყოფნა და საინტერესო წიგნების წაკითხვა მოგინდებათ.

საქმიანი პროგნოზი

მიუბრუნდებით ძველ პროექტებს, შეიძლება განაახლოთ შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან, ვისთანაც ადრე აპირებდით თანამშრომლობას. თვის მეორე ნახევრიდან მეტად გაგიტაცებთ შემოქმედებითობა და შეიძლება ზოგიერთ პროექტში ჩაერთოთ კიდეც. ამასთან, იყავით დაკვირვებული თითოეული დეტალისადმი, გადაამოწმეთ ანგარიშის ნომრები, დოკუმენტები და ხელშეკრულებები სანამ ხელს მოაწერთ.

სიყვარული

გახშირდება მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები. მარტოხელებმა შეიძლება მეგობრების დახმარებით გაიცნოთ თქვენი მომავალი მეწყვილე. ან შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით, ან ერთ ჯგუფში იყავით გაერთიანებული, ერთ პროექტზე მუშაობდით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მეტად უნდა გამოავლინოთ შრომისმოყვარეობა, რაციონალურობა. ენერგია საკმარისად გაქვთ და თუ მოინდომებთ, ნებისმიერ სფეროში მიაღწევთ წარმატებას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ ფიზიკურად გადაღლას, სპორტის ექსტემალურ სახეობებს. გაფრთხილდით ტრავმებისგან. სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული ცეცხლოვან და მჭრელ საგნებთან.

16 მაისის შემდეგ გამოჯანმრთელდებით, მოგემატებათ ენერგია, თვითრწმენა. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. ზოგიერთმა შეიძლება თავი გაანებოთ სამსახურს, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ.

30 მაისის შემდეგ განახლების დროა. მოგემატებათ ოპტიმიზმი. შეიცვალეთ იმიჯი, სტილი. მოგინდებათ საზოგადოებაში მეტად გამოჩენა. ჩაერთეთ საქმეებში, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ.