ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: "დაიწყეთ კრეატიული იდეების განხორციელება"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: "დაიწყეთ კრეატიული იდეების განხორციელება"

აქტიური თვე დაგიდგათ, უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი, დაწინაურდეთ. სამსახურში სრულად უნდა გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. დაანახვეთ უფროსობას, რომ საუკეთესო კადრი ხართ. ჩაერთეთ მსხვილ პროექტებში. დაიწყეთ კრეატიული იდეების განხორციელება. ამასთან, მუშაობისას, დააკვირდით მცირე დეტალებს, გაფრთხილდით შეცდომებისგან. მოგინდებათ გავლენიან ადამიანებთან დამეგობრება, ძვირად ღირებული სამოსის შეძენა და ელიტურ წვეულებებზე დასწრება. თუმცა, რომ არ გადაიღალოთ, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააუმჯობესეთ საქმიანი კავშირები. იყავით მომართული გამარჯვებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური მუშაობა. დაიწყეთ ბიზნესი, გააფართოეთ არსებული. ყველა შანსი გაქვთ, რომ მიზნები განახორციელოთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის, სამსახურის შეცვლა. ეცადეთ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი, ყველაფერი გააზრებული და გათვლილი უნდა გქონდეთ. თვის ბოლოსკენ საქმეები მოგემატებათ, მაგრამ ნუ იტყვით უარს დასვენებაზე, ბუნებაში გასეირნებაზე. ამავე პერიოდში მიაქციეთ ყურადღება სოციალურ ქსელებს.

ფული და სიყვარული

სასიყვარული ურთიერთობების განვითარება თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. ფული შეიძლება სხვა აუცილებელი ნივთებისთვის დაგჭირდეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას. ზოგიერთებმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ - თუ დაქორწინებული ხართ, ნუ შეიქმნით დამატებით უსიამოვნებებს ღალატის გამო; მარტოხელებამ კი ამ რომანით შეიძლება კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ.

ჯანმრთელობა

საქმეებისა და ვალდებულებების გამო ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის, ვარჯიში უნდა იყოს ზომიერი. გაუფრთხილდით კუჭს, ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

2 მარტის შემდეგ გააუმჯობესეთ საქმიანი ურთიერთობები. შეიძლება ახალი პარტნიორი (სასიყვარულოც) ინტერნეტით გაიცნოთ. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ ნათესავების მიმართ. უნდა ისწავლოთ გაცემაც, მხოლოდ მიღებაზე ნუ ხართ ორიენტირებული.

18 მარტის შემდეგ მომატებს გართობის, აქტიურობის სურვილი. მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს, შეხედეთ სამყაროს მათი თვალებით. მოგინდებათ საიმედო ადამიანებისთვის გულის გადაშლა და რომანტიკული ურთიერთობების გაბმა და არსებულის გაუმჯობესება. შეიძლება სასიყვარულო თავგადასავალი ქორწინებით არ დასრულდეს, მაგრამ მხიარულება ნამდვილად გელით.