მარტი თქვენთვის ცვლილებების თვეა. პირველ დეკადაში შეიძლება მოხდეს კარიერული ცვლილებები, მაგრამ თქვენი ინიციატივით, ლიდერობით, შემოქმედებითი თვისებების გამოვლენით. სხვათა შორის, ცვლილებები შეიძლება შეგეხოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებს, მაგალითად, ქმარს, შვილებს. შეიძლება შეიცვალოს თქვენი სოციალური სტატუსი. მარტის მეორე დეკადაში მოგინდებათ რაღაც ეზოტერიკულის შესწავლა, - ასტროლოგიის, ტაროს. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიაც ან შეიძლება მოგინდეთ კონსულტაციის მიღება. მარტში გახდებით უფრო ენერგიული და აქტიური, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს. უჯობესია ენერგია ჩხუბსა და ნერვიულობაზე არ დახარჯოთ. დაკავდით სპორტით. რაც მთავარია, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მომენტალურად და ემოციებს აყოლილმა. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მასობრივი ან ოჯახური ღონისძიებების ინიციატორი გახდეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მბრძანებლობა, უნდა იმუშაოთ გუნდში, პარტიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და მაშინ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
მარტის ფინანსები
პირველ დეკადაში შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა მოგეცემათ. მიიღებთ დაწინაურებას, გამონახავთ დამატებით შემოსავალს. ფულის გამომუშავებას შეძლებთ სხვა ქალაქში, საზღვარგარეთაც; თუნდაც ინტერნეტით. მეორე დეკადაში ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ მეგობრებისგან. თუ ერთობლივი ბიზნესი გაქვთ, მათი იდეების წყალობით შეგიძლიათ გაზარდოთ მოგება. მესამე დეკადაში ფული შეიძლება დახარჯოთ საკუთარი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოიმატებს ყოველდღიური ხარჯები. სამსახურში ბონუსი შეიძლება შემცირდეს.
ბიზნესი, სამსახური
19 მარტამდე კარგი დროა სესხის ასაღებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფული საჭიროა პირადი ბიზნესისთვის. თუმცა, შეგიძლიათ ფინანსები მოითხოვოთ გავლენიანი ნაცნობებისგანაც. კომუნიკაციაში უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოხსნათ გარშემო მყოფების საიდუმლო და ეცადეთ, არ გათქვათ ისინი. ასევე დააკვირდით თქვენს სიტყვებს, შეგიძლიათ ძალიან გულწრფელი გახდეთ იმ ადამიანებთან, ვინც ბოროტად გამოიყენებს თქვენს ნათქვამს. მარტის მესამე დეკადაში მოგიწევთ სწავლა ან კვალიფიკაციის ამაღლება. არის შანსი ისწავლოს რაიმე ახალი და ღირებული, რაც მომავალში გამოგადგებათ. ბევრ ლომს მოუწევს მოლაპარაკება უცხოელ პარტნიორებთან. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც საქმე აქვს უცხოურ ფირმებთან. თქვენი სავაჭრო ან სარეკლამო კამპანია შეიძლება გასცდეს თქვენს ქალაქს ან რეგიონს.
სიყვარული
დაოჯახებულებმა აუცილებლად მოიწყვეთ რომანტიკული მოგზაურობა. აირჩიეთ ქალაქი ან ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილხართ. დაინტერესდით უცხო ქვეყნის კულტურით. მეტად დაუახლოვდით სასიყვარულო პარტნიორს, ემოციები უფრო ხშირად გაუზიარეთ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ უცხოელი და გააბათ მასთან რომანი. 16 მარტიდან არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ თავი მხოლოდ სამუშაოს. თუ მეორე ნახევარი გყავთ, მაშინ მიაქციეთ მას ყურადღება, იყავით მზრუნველი, მოსიყვარულ მის მიმართ. მარტოხელა ადამიანებს შეგიძლიათ კოლეგასთან გააბათ რომანი. თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვის. ბევრს მოუნდება, ბედი დაუკავშიროს მდიდარ და სტატუსიან ადამიანს. გამორიცხული არაა, ანგარებიანი ქორწინება. ან შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
კომუნიკაციისა და ენერგიის ნაკლებობა არ გელოდებათ. შესანიშნავი პერიოდი სპორტული აქტივობებისთვის. თუ ვარჯიშს აპირებთ, აიყოლიეთ მეგობრები ან ის ადამიანები, ვისთანაც თანამშრომლობას აპირებთ და ამგვარად მეტად დაუახლოვდებით მათ. მარტში მეტი იმოძრავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტალურად მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს. თუ დრო არ გაქვთ სპორტდარბაზში წასასვლელად, ივარჯიშეთ სახლში. ეს შეიძლება იყოს იოგა, ფიტნესი ან აერობიკა. თქვენ უფრო ხშირად გჭირდებათ ბუნებაში ყოფნა, გაზაფხულის ჰაერის ჩასუნთქვა.
7 მარტის შემდეგ დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელსაც ფული მოჰქონდა. დარწმუნდით, რომ გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. მარტში დაზოგვა და პრაქტიკულობა ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
21 მარტის შემდეგ საშუალება მოგეცემათ მოაწყოთ მოგზაურობა ან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ზოგიერთი ლომი გადაწყვეტს, ურთიერთობა დაიწყოს უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანთან, საზღვარგარეთ ყოფნისას. არ არის გამორიცხული მოგზაურობა მეგობრის მოსანახულებლად. მოგინდებათ უცხო ქვეყნის ტრადიციების, ხალხის, კულტურის გაცნობა. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია სოციალური მედიის წყალობითაც. შეადგინეთ გეგმები, დაალაგეთ პრიორიტეტები გონივრულად და ისწავლეთ რამე ახალი.