ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “პროფესიულ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “პროფესიულ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები“

მხიარულ და ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. მეწარმე და შემოქმედებით ადამიანებს გაქვთ კარგი პერიოდი იდეების რეალიზაციისთვის. შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთანაც ითანამშრომლებთ ან გააბამთ რომანტიკულ ურთიერთობას. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კრეატიული ადამიანებისთვის იდეების განხორციელების დრო დგება. ასევე მეტი დრო უნდა დაუთმოთ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებას. მაგრამ ფრთხილად იყავით, არ გამოიჩინოთ აგრესია, თვალი ადევნეთ ახალგაცნობილებს. მარტის მესამე დეკადაში გამოიჩინეთ მეტი ყურადღება სამსახურისა და ჯანმრთელობის თემებთან დაკავშირებით. პროფესიულ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული დიალოგი ხელს შეუწყობს რთული სიტუაციიდან გამოსვლას.

მარტის ფინანსები

მარტის პირველ დეკადაში სამუშაო მოგემატებათ. შესაბამისად, მოგებაც უფრო მაღალი იქნება. შეიძლება იყოს ახალი პასუხისმგებლობები, დაწინაურება და კარგი ხელფასი. მოგეცემათ თანამშრომლობის შესაძლებლობა უცხოელებთან. ან საზღვარგარეთ გაიტანთ თქვენს ნამუშევარს, თუ შემოქმედებითი ან სამეწარმეო სფეროს წარმომადგენელი ხართ. ფული დაგეხარჯებათ ჯანმრთელობაზე, ზოგიერთ ხელსაწყოზე, საკანცელარიო ნივთებზე, ავეჯზე. ფრთხილად გააფორმეთ ხელშერულებები, შეიძლება მეტი დაკარგოთ ვიდრე მოიპოვოთ. გირჩევთ, დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. დაელოდეთ იმ პერიოდს, როცა მდგომარეობა გამოსწორდება. ახალ საქმიანი პარტნიორებს მაგნიტივით მიიზიდავთ და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი უსმენენ თქვენს რჩევებს. მაგრამ ფრთხილად იყავით, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განზრახ გამოგიწვიოთ, რომ შეხედოს თქვენს ძალადობრივ რეაქციას. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ნუ იქნებით აგრესიული. მარტში უნდა დათმოთ ექსტრემალური სპორტი, რისკი და ძლიერი სპორტული დატვირთვები. გზაზე კი უფრო ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით თუ მანქანას მართავთ.

ბიზნესი, სამსახური

ბევრი აქტიურად ჩაერთვება პირად ბიზნესში, მოგინდებათ სარფიანი კონტაქტების დამყარება. შეეცადეთ შეინახოთ ზედმეტად ექსტრავაგანტული იდეები თქვენთვის და მათი განხორციელების შესაფერის დროს დაელოდოთ. ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი მათთვის, ვინც შთაგონებულია მუსიკით, ბუნებით და კლასიკური ლიტერატურით. თუ ხართ დაკავებული ხელსაქმით, რეკლამა გაუკეთეთ საკუთარ პროდუქციას. ბიზნესმენების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მიგიწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე და არა მხოლოდ სტუმრის სტატუსით. კრეატიულ შთაგონებას ჩაანაცვლებთ ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობებით, სადაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს და შეასრულოთ მრავალი წვრილ-წვრილი დავალება.

სიყვარული

სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების გამო სამწუხაროდ, ცოტა ხნით მოგიწევთ რომანტიკის დავიწყება. ვერ მოიცლით გართობისა და თავგადასავლებისთვის. გადაწყვეტთ, მოაწესრიგოს ყველაფერი სახლშიც და სამსახურშიც. თუ ხვდებით, რომ თქვენ თვითონ ვერ უმკლავდებით საქმეებს, მაშინ დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს. სხვათა შორის, ერთობლივი მუშაობა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს, რაზეც ოცნებობდით. ხელსაყრელი პერიოდია დიეტის, სპორტისა და ნათესავებთან კომუნიკაციისთვის. 16 მარტის შემდეგ გაჩნდება სასიამოვნო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა. ფლირტი განწყობას გაგიუმჯობესებთ. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საყვარელი ადამიანების გვერდით. ზოგადად, გაზაფხულის პირველი თვე შესაფერისია ქორწინებისთვის. მაგრამ ყველას არ ექნება ჰარმონია და ბედნიერება. ზოგიერთ წყვილს მოუწევს რჩეულთან განშორება. გახშირდება სატელეფონო და ვიდეოკომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან. გაანებივრეთ თქვენი პარტნიორი საჩუქრებითა და სიურპრიზებით. მარტის მეორე დეკადაში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენი კანონიერი მეუღლე გახდება. დაოჯახებულები მოერიდეთ მეუღლესთან ჩხუბსა და დაპირისპირებას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარტში გამოირჩევით ნებისყოფით, ოპტიმიზმითა და მოთმინებით. ხანდახან გარისკავთ, თავგადასავლები და სახიფათო მოქმედებები მოგინდებათ. თუმცა, ეცადეთ მეტი დაისვენოთ. ჩართეთ გონება საგანგებო სიტუაციებში. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს. იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე და ჯანმრთელობაზე. მარტივი პაემანიც კი შეიძლება დიდ თავის ტკივილად გადაგექცეთ და დიდხანს იმკურნალოთ. აკონტროლეთ თქვენი ქცევა, სურვილები და მადა. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი კილოგრამები სწრაფად გაგიფუჭებთ ჯანმრთელობას. პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა გაგამხნევებთ.

7 მარტის შემდეგ შესაძლებელია დაშორდეთ ერთ-ერთ კოლეგას ან ნათესავს მოგზაურობის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო. დაასრულებთ პროექტებს, რომლებსაც მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებდით. ზოგადად, ბევრი ურთიერთობა განიცდის ცვლილებას.

21 მარტის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ფიზიკურ ჯანმრთელობას. უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, რომელიც უნდა იყოს რეგულარული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან შედეგს ვერ ნახავთ. შეიძლება ოცნება აგიხდეთ და შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.