ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

გაიზრდება ინტერესი თქვენი პერსონისადმი. მოიმატებს თავდაჯერებულობა, ენერგიულობა და მთების გადადგამს შეძლებთ. მთავარია, ჩამოყალიბდეთ, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. სხვათა შორის, გაქვთ შანსი, რომ პირადი ცხოვრებაც გაიუმჯობესოთ და კარიერაშიც მიაღწიოთ წარმატებებს. იყავით პოზიტიურად განწყობილი. კარგ განწყობას შეიქმნით მეგობრებთან და საყვარელ ახლობლებთან შეხვედრები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

დროა, სამყაროს დაპყრობაზე დაიწყოთ ფიქრი. პლანეტების განლაგება აქტიური ქმედებებისკენ გიბიძგებთ და წარმატებაც გელოდებათ. იყავით თავდაჯერებული და მიზანმიმართული. კოლეგებს აჯობებთ თქვენი შრომისმოყვარეობით. თქვენთვის რთული და შეუსრულებელი მისია არ არსებობს, ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს. ზოგიერთს გელით დაწინაურება. მარტი საუკეთესო თვეა ახალი იდეების განსახორციელებლად, ახალი პროექტების დასაწყებად. თუ საქმიანობის ან სამსახურის შეცვლა გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. კარდინალური ცვლილებები უმჯობესია თვის მეორე და მესამე დეკადაში დაგეგმოთ. თვის პირველი დეკადა საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. არ გირჩევთ ფინანსებით გარისკვას. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში მეტად იქნებით მომართული განმარტოებაზე, სულიერ სიმშვიდეზე. ეს კარგიცაა, ჩამოყალიბდებით როგორი ადამიანი გსურთ თქვენ გვერდით იხილოთ, რანაირი ურთიერთობა გჭირდებათ. პაემნებზე შეგიძლიათ იაროთ, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დაწყვილებულების ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ პირველ რიგში მეუღლეს მიმართეთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ბინის კეთილმოწყობა; ახალი ავეჯის, ტექნიკის შეძენა.

ჯანმრთელობა

განსაკუთრებული გართულებები არ გელოდებათ. უმჯობესია, განწყობის ამაღლებაზე იზრუნოთ. ამასთან, გაფრთხილდით, მომატებულია საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობა. თუ სამსახურში ზედმეტად იაქტიურებთ, ენერგობალანსი დაგერღვევათ. გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. იკონტაქტეთ მხიარულ ადამიანებთან და ნუ ჩაიხვევთ ფიქრებს, ნუ მიიყვანთ საკუთარ თავს დეპრესიულობამდე.

2 მარტის შემდეგ აღმოჩენებისა და დაწყებების პერიოდი გელით. ცვლილებები შინაგან სამყაროსაც შეეხება, გარეგნობასაც და ზოგადად ყველაფერს. კარგი იქნება, თუ განაახლებთ გარდერობს, შეიცვლით იმიჯს. შანსი მოგეცემათ, გააცნობიეროთ საკუთარი შეცდომები და დაიწყოთ მათი გამოსწორება. საუკეთესო შემთხვევაში გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

18 მარტის შემდეგ მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით განსხვავებული შეხედულებების გამო. გამორიცხული არაა, გაწყვიტოთ კავშირები - საქმიანიც და პირადიც - მრავალწლიანებიც კი. მარტოხელებმა კი შეიძლება რომანი გააბათ დიდი ხნის ნაცნობთან.