ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “მოგეცემათ ენერგია და მიზანსწრაფულად შეუდგებით საქმეების შესრულებას“

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “მოგეცემათ ენერგია და მიზანსწრაფულად შეუდგებით საქმეების შესრულებას“

თვის დასაწყისში კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ სტატუსის ამაღლება. თქვენი აქტიურობა მომართულია ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პირველ დეკადაში იქნებით უფრო ინიციატივიან, თავდაჯერებული. ცოდნისკენ მიისწრაფვით, განსაკუთრებით ორიგინალური, შეუსწავლელი მიმართულებებისკენ. ვიღაც გამოიყენებს ახალ ინფორმაციას პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად. ზოგი შეიცვლის საქმიანობის სფეროს. ახალი სიყვარული გეწვევათ და გაგიჩნდებათ განცდა, რომ ამ ადამიანს დიდი ხანია იცნობთ. მარტის მეორე დეკადაში შეიძლება დაუშვათ შეცდომები და დაკარგოთ მიზანი, გაგიჩნდებათ განცდა, რომ თქვენ უბრალოდ მიჰყვებით დინებას, მაგრამ არ იცით სად. გამოავლინეთ გამჭრიახობა, კრეატიული იდეები დაგეხმარებათ, ციმციმ იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. 20 მარტიდან აქტიური დრო გეწყებათ, ნათლად მიხვდებით სად მიდიხართ და რისი მიღწევა გსურთ. უფრო მჭიდრო ხდება ურთიერთობა თანამოაზრეებთან და მეგობრებთან. შესაძლოა, ერთ-ერთ თანამოაზრეს აქვს სრულიად არამეგობრული გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ამაზე არ საუბრობს. შეეცადეთ იყოთ უფრო თავშეკავებული, მოერიდეთ კონფლიქტს. მარსი თქვენი ნიშანშია, მოგეცემათ ენერგია და მიზანსწრაფულად შეუდგებით იმ საქმეების შესრულებას, რაც გაქვთ დაგეგმილი. შეიძლება იყოს მხარდაჭერა მეგობრებისა და ნათესავების მხრიდან. გასაკვირია, მაგრამ უცნობი ადამიანებიც კი დაგეხმარებიან დაბრკოლებების გადალახვაში. სამსახურში თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის, დასვენებისთვის.

მარტის ფინანსები

თვის პირველ ნახევარში ფული შეიძლება მოვიდეს მეგობრებისგან, შესაძლოა, შემოგთავაზონ რაიმე სახის ერთობლივი ბიზნესის შექმნა. არის ფულის იოლად მიღების შანსი. შეიძლება გამოგიჩნდეთ სპონსორი, მფარველი, რომელიც გაგახარებთ საჩუქრებით. თქვენი გაბედნიერება შეუძლიათ მეუღლეს, მშობლებს, ზრდასრულ შვილებს. მეორე დეკადაში ყველა ღონეს გამოიყენებთ ფულის საშოვნელად. მაგრამ, სასურველია ვინმესთან ერთობლივი მუშაობა, ახლა დრო არ არის დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მესამე დეკადაში ფულის დაზოგვა ჯობია. შესაძლებელია თანხის მიღება ხანდაზმული ნათესავებისგან.

ბიზნესი, სამსახური

თვის დასაწყისში გააქტიურდებით, რომ დაწინაურდეთ, სამსახურში გაიუმჯობესოთ მდგომარეობა. თუ სურვილი გაქვთ, დაწინაურდებით, ფინანსური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. 19 მარტიდან აქცენტი უნდა გააკეთოთ კარიერულ საკითხებზე, ძირითად საქმიანობასა და ბიზნესზე. შესაფერისი თვეა მიზნების განსახორციელებლად. მთავარია, შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, გახდეთ ნამდვილი სტრატეგი. გახშირდება შეხვედრები და მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება და დიდი ღონისძიებების ორგანიზება. გამოიჩინეთ ინიციატივა გუნდურ მუშაობაში, მაშინ მთელ გუნდს სწრაფად მიიყვანთ წარმატებამდე.

სიყვარული

თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს. არ გამოტოვოთ მეგობრული შეკრებები, საინტერესო ადამიანს შეიძლება სწორედ აქ შეხვდეთ. ამასთან, ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც მეგობრობთ. საინტერესო ნაცნობობა მოსალოდნელია ინტერნეტითაც, სოციალურ ქსელებში. დაოჯახებულებმა მეტი დრო უნდა გამონახოთ საყვარელი ადამიანისთვის. ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, მაშინ დროა შეცვალოთ. თუ საკუთარი თავი სიგიჟემდე მოგწონთ, მაშინ დარჩით იგივე. თვის ბოლოსკენ მოგინდებათ აურზაურისგან თავის დაღწევა, განმარტოება და სიმშვიდე. ეს კარგი დროა, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და მიიღოთ გადაწყვეტილება. რაც მთავარია, არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. ზოგიერთმა შეიძლება გააბათ ფარული რომანი, რაზეც საუბარი არ მოგინდებათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

გაზაფხულის დასაწყისში ენერგიის უზარმაზარი მარაგი გაქვთ და სწორედ ეს არის საგანგაშო, შეგიძლიათ თავი ყოვლისშემძლედ იგრძნოთ და ენერგია უსარგებლო საქმეებზე დახარჯოთ. სასურველია, რაიმე სასარგებლო გააკეთოთ, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საყვარელი ადამიანებისთვის. თუ დასვენებას გადაწყვეტთ, მაშინ ეს უნდა იყოს ბუნების წიაღში. კარგია ცურვა, სპორტდარბაზში ვარჯიში. იზრუნეთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე. სასარგებლო იქნება მასაჟი, იოგა, დიეტა. მარტში შეგიძლიათ კბილების ან ღრძილების მკურნალობა.

7 მარტის შემდეგ მოგიწევთ აქტიურად ჩაერთოთ საოჯახო საქმეებში, ბავშვების აღზრდაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგადად, ოჯახთან და ახლო ნათესავებთან დაკავშირებული ყველაფერი პრიორიტეტული იქნება. არ არის გამორიცხული საცხოვრებლის ყიდვა ან გაყიდვა, გადამისამართება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება სასიამოვნო მოვლენებს გამოიწვევს. ბევრი დაიწყებს აგარაკის აშენებას, ინტერიერის განახლებას. არ იჩხუბოთ საყვარელ ადამიანთან.

21 მარტის შემდეგ მშვენიერი პერიოდია მეგობრობთნ შესახვედრად, რომანტიკული ნაცნობებისა და გუნდური მუშაობისთვის. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარს დიდი პროექტების განხორციელებაზე. თუ საყვარელი ადამიანის ძიებაში ხართ, მაშინ ბედი გაგიღიმებთ. შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც ხელიხელჩაკიდებულები გაივლით ცხოვრებაში.