ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: "მოგინდებათ მწერლობაში საკუთარი ძალების მოსინჯვა"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: "მოგინდებათ მწერლობაში საკუთარი ძალების მოსინჯვა"

პროდუქტიური თვეა სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად. ნებისმიერი სირთულის დავალებას იოლად გაუმკლავდებით. მთავარია, მოინდომოთ და ერთდროულად რამდენიმე საქმეს არ შეეჭიდოთ. დააკვირდით დეტალებს, გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები. მოსაწყენად ვერ მოიცლით, უამრავი მიმართულებიდან აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი. ზოგიერთმა შეიძლება უჩვეულო ჰობი გაიჩინოთ. მოინდომებთ თვითგანვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. კარგი თვეა როგორც ინტელექტის ასევე ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ მწერლობაში საკუთარი ძალების მოსინჯვა. თუნდაც ბლოგის წერა. თქვენ მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფებთან (ასაკით უფროსებთანაც და უმცროსებთანაც) საერთო ენის გამონახვას და მათ თქვენი იდეებით დააინტერესებთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. სამსახურში დაწინაურებისთვის მოემზადეთ. შანსი გაქვთ, რომ მიზანს მიაღწიოთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის შეცვლა. საქმიანი პარტნიორებისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. აკურატული იყავით ყველა გადაწყვეტილებების მიღებისას. თუ წასვლას გადაწყვეტთ, მოიტოვეთ უკან მოსაბრუნებელი გზა, ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ყოფილ პარტნიორებთან. სადაც წახვალთ იქ საიმედო სიტუაცია უნდა გქონდეთ. აიმაღლეთ კვალიფიკაცია. იზრუნეთ ინტელექტუალური დონის ამაღლებაზე.

ფული და სიყვარული

სიყვარულში სიმშვიდე სუფევს, გიჟურ ემოციებს არ ელით და ეს კარგიცაა, მეტი დრო დაგრჩებათ კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. ამასთან, კარგი იქნება, თუ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეს და თქვენს პირად ცხოვრებას, სასიყვარულო ურთიერთობას რეალურ ფერებში დაინახავთ. ნუ ეძებთ იდეალურ ადამიანს, ასეთი ბუნებაში არ არსებობს! ნურც სხვის მატერიალურ მდგომარეობაზე დახარბდებით. იყავით რომანტიკული იმ ადამიანის მიმართ ვინც თქვენდამი მზრუნველი და მოსიყვარულეა. დაოჯახებულების ცხოვრებაში კონფლიქტი მოსალოდნელია ფულის გამო. თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა

გაზაფხულის დასაწყისში საკმაოდ ენერგიული იქნებით. ჯანმრთელობა ხელს არ შეგიშლით მიზნების განხორციელებაში, მაგრამ საშიშ სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ. მომატებულია ტრავმულობა და საყოფაცხოვრებო სფეროშიც კი. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი. შეამცირეთ მავნე საკვებისა და ალკოჰოლის მიღება. კარგი იქნება ზომიერი ვარჯიში; პერიოდულად - პასიური დასვენება.

2 მარტის შემდეგ ნათესავების მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. გახშირდება ხანმოკლე მგზავრობა. გაიცნობთ ახალ ადამიანებს. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

18 მარტის შემდეგ ცვლილებები მოგინდებათ, მაგრამ რადიკალურ ზომებს ნუ მიმართავთ. შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი იმ პროექტისგან, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. შეიძლება გადადოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ. ამასთან, გახშირდება შეხვედრები სასიამოვნო ადამიანებთან, მიიღებთ მატერიალურ სარგებელს. დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები.