ავტორი:

მომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7 სექტემბერს ახალმთვარეობა გვქონდა ქალწულის ზოდიაქოში. თუ რა გელოდებათ მთვარის ამ თვეში კონკრეტულად თქვენ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე მარტივად გეტყვით, რომ ქალწული მიწის ნიშანია, ისევე როგორც კურო და თხის რქა და ამიტომ უკეთესობას იგრძნობთ ამ ნიშნების წარმომადგენლები. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, მაგრამ ეცადეთ, რომ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ. დიდი საქმეც კი პატარ-პატარა ნაწილებად დაშალეთ და ისე შეასრულეთ. ანუ ყოველდღიური სისტემური მუშაობა ჯობია რეკორდების დამყარებას.

ვერძი

მიაქციეთ ყურადღება ყოველდღიურ საქმიანობას, დახვეწეთ თქვენი ოსტატობა. გამოასწორეთ სამსახურის საქმეებში დაშვებული შეცდომები, უზუსტობები. გააუმჯობესეთ სერვისი, რასაც გარშემო მყოფებს სთავაზობთ. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ახალ ცოდნას, პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაფიქრდით, იქნებ დამხმარეს აყვანის დროა. გამონახეთ დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. კარგია მასაჟი, იმუნიტეტის, ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროცედურები.

კურო

მიაქციეთ ყურდაღება შვილებს. კარგი იქნება, თუ მოუწყოთ მათ დღესასწაულს, თამაშით ასწავლით ბევრ ახალს, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. რომანტიკული სიურპრიზებით გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი. გამონახეთ დრო საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის გამოსავლენად. გარშემო მყოფებს ყურადღება უნდა მიიქციოთ. განავითარეთ თქვენი ჰობი.

ტყუპი

ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, ოჯახში მომხდარ ცვლილებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში. მოაწესრიგეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. კარგი იქნება, თუ ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და რამდენიმე თაობას ერთ სუფრასთან შეკრებთ (ვირტუალურად მაინც). თქვენ უნდა შეძლოთ, დააახალოვოთ ერთმანეთს უფროსი და უმცროსი თაობა.

კირჩხიბი

მიაქციეთ მეტი ყურადღება კონტაქტებს, ზარებს, მიმოწერებს. გახშირდება ინფორმაციების მიღება, მიმოსვლა. ახლა კარგი დროა სწავლისა და ცოდნის მისაღებად. წარმატებები ელით სარეკლამო, ვაჭრობისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. კარგი პერიოდია ახალი ავტომობილის შესაძენად.

ლომი

მატერიალური და ფინანსური საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, სარფიან საქმეებში და ეცადეთ, გონიერად განკარგოთ ფინანსები. ზოგიერთი გადაწყვეტთ თქვენი პირადი რესურესების, ცოდნის მონეტიზირებას. ჩამოწერეთ სასურველი ნივთების საყიდელი სია. ეცადეთ, მაქსიმალურად დააფასოთ საკუთარი თავი: სამსახურშიც და ოჯახშიც.

ქალწული

თქვენი დრო დგება. მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში. შეიძლება სრულიად განსხვავებულ, თქვენთვის ახალ სფეროებში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას, შეიცვალეთ სტილი, იმიჯი. იყავით თამამი, მიზანსწრაფული და მიზანმიმართული.

სასწორი

მზის თქვენს ნიშანში გადასვლამდე და თქვენს დაბადების დღემდე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოთ წარსულის გაანალიზებისა და შედეგების შეფასებისთვის. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, ჩამოწეროთ ის იდეები და გეგმები, რასაც განახორციელებთ მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ. ეს ერთი თვე გამოიყენეთ საკუთარ სურვილებში გასარკვევად. კარგია, რომ მოილოცოთ წმინდა ადგილები, განმარტოვდეთ, გქონდეთ წყალთან კონტაქტი. კარგ შედეგს მოგიტანთ ლოცვა და მედიტაცია. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ნაყოფიერად გამოავლინეთ თქვენი თავი მხატვრობაში, პოეზიაში, მუსიკაში. კარმის გაუმჯობესება თუ გსურთ, მიმართეთ ქველმოქმედებას. გაუზიარეთ გაჭირვებულებს საკვები და სამოსი. წაიკითხეთ სრულად