ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.
ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ.
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად.
უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ან ორატორი იქნება ან ჭორიკანა.
ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: მარჯანი, საფირონი.
დღის გაფრთხილება: არ მიირთვათ კვერცხი და ქათმის ხორცი. მოერიდეთ ქაღალდების დახევას, ჭურჭლის გატეხვას.
მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 9:15
მთვარე ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 19:48
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. "მოწევის ადგილებს". გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.