24 მაისი, შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე
უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 15:43-დან 21:37-მდე
რეკომენდებულია: მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას.
ჯანმრთელობა: არ დალიოთ ალკოჰოლი.
კვება: მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია უხვად გამოიყენოთ სანელებლები. მიზანშეწონილია გამორიცხოთ კარტოფილი და ციტრუსები. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით.
ბიზნესი: სასიხარულო ამბებს მიიღებთ მეგობრებისა და ნაცნობებისგან. მოგება შესაძლებელია ადრე დადებული გარიგებებიდან და ხელშეკრულებებიდან. დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია.
არ არის რეკომენდებული: ბიზნესის კეთება. მიღწევებით ტრაბახი.
მოგზაურობა: შესანიშნავია ექსპედიციების დასაწყებად. ცუდია საზღვაო მოგზაურობისთვის.
ურთიერთობები: კარგი დროა ოფიციალური ქორწინებისთვის. რაც უფრო მშვიდი იქნება ქორწილი, მით უფრო ძლიერი იქნება ოჯახი. საქორწილო დეკორაციაში ზღვის ან გემების გამოსახულებები ხელს შეუწყობს ბედნიერ თანაცხოვრებას. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მინერალები: იასამნისფერი ამეთვისტო, ზურმუხტი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი კვარცი, სელენიტი.
დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა.
აქტიური ორგანოებია: ხორხი, მეტყველების ორგანოები, კბილები, ყბები, თავის უკანა მხარე, ნუშისებრი ჯირკვლები, ყურები, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამაზე. დაიცავით უმარილო დიეტა.
საოჯახო საქმეები: მძიმე, ერთფეროვანი ფიზიკური სამუშაოს შესრულება შესაძლებელია. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
კოსმეტიკური პროცედურები: შეჭრილი თმა კარგად იზრდება, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. კარგია მასაჟის გაკეთება და სახის წმენდა. არ არის რეკომენდებული ნიღბების გაკეთება.
P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.