მთვარე მორიელშია: გამოავლინეთ კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი

მთვარე მორიელშია: გამოავლინეთ კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი

7 ივნისი, შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან

უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 05:04-დან 06:22-მდე

ჯანმრთელობა: ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.

კვება: კარგია ჩაის, წვენების დალევა, თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი.

რეკომენდებულია: მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი.

არ არის რეკომენდებული: გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის, არც წმინდა ადგილების მოსალოცად.

ურთიერთობები: საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. მეთორმეტე მთვარის დღეს შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, ბედნიერია და იშვიათად მთავრდება განქორწინებით. პაემანი კარგად ჩაივლის, დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.

მინერალები: ლაზურიტი, ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი.

მთვარე მორიელში

ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად.

აქტიური ორგანოები: სასქესო ორგანოები, შარდსაწვეთები, ნერვული სისტემა.

კვება: ამ დღეებში ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა, თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება

საოჯახო საქმეები: მოიშორეთ ზედმეტი ან ძველი ნივთები. შეგიძლიათ ტანსაცმელი წაიღოთ ქიმწმენდაში მოაწესრიგოთ სანტექნიკა. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა. გაიკეთოთ სახის ნიღბები. უმჯობესია მოერიდოთ სახის წმენდას.

P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.