19 ივნისი, ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე
მთვარის უკურსო პერიოდი გვექნება 01:34-დან 03:07-მდე
რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება.
ჯანმრთელობა: იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას.
კვება: უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება.
მოგზაურობა: უმჯობესია ამ დღეს არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები.
ურთიერთობები: არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მინერალები: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.
მთვარე ვერძში
მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. დალიეთ მეტი წყალი. მიირთვით ნაკლები შოკოლადი, ყავა და შაქარი. არ არის მიზანშეწონილი ხელშეკრულებების გაფორმება ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება.
აქტიური ორგანოებია: თავი, თვალები, ტვინი, გრძნობის ორგანოები.
კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.
საოჯახო საქმეები: გალესეთ დანები და მაკრატლები, შეცვალეთ ნათურები, შეაკეთეთ მექანიკური მოწყობილობები. სასარგებლოა შენობის ვენტილაცია. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია. ასევე ხელსაყრელია პურის და ღვეზლების გამოცხობა.
კოსმეტიკური პროცედურები: უმჯობესია თავი შეიკავოთ თმის შეჭრისა და შეღებვისგან. სახის ნიღაბი გაიკეთეთ ნატურალური პროდუქტებისგან. კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია თმის მოცილება და სახის წმენდა.
P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.