მთვარის ოცდამეერთე დღე - ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში

მთვარის ოცდამეერთე დღე - ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში

18 მაისი, კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან, უკურსო მთვარის პერიოდი გვექნება 08:26-დან 9:29-მდე

რეკომენდებულია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები.

არ არის რეკომენდებული: ჩამოშორდეთ ჯგუფს და შეეწინააღმდეგოთ ჯგუფის წევრებს. წვრილმანები და უმნიშვნელო საკითხები ნუ გაგაფანტავთ ყურადღებას.

ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდირებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.

კვები: რეკომენდირებულია ბროწეულის, მოცვის, ჭარხლის, სტაფილოს, ალუბლის მიღება. ასევე მათი წვენების. უნდა დალიოთ სისხლის გამწმენდი ჩაი. ზოგადად, ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.

ბიზნესი: შეგიძლიათ ბევრი რამე გააკეთოთ და მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები. საქმიანობის განვითარებაში თანამოაზრეები დაგეხმარებიან. კარგი დღეა მათთვის, ვინც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვითაა დაკავებული.

მოგზაურობა: ეს არის ხელსაყრელი დრო მოგზაურობის, მივლინების, კრუიზებისა და მარათონების დასაწყებად.

ურთიერთობები: დღე ხელსაყრელია საქორწილო დღესასწაულისთვის. ქორწილი უნდა იყოს სახალისო, მასიური და საინტერესო. პაემანი საინტერესოდ ჩაივლის. მარტოობა უკუნაჩვენებია. თუ დღეს ვერ შეხვდებით თქვენს პარტნიორს, მაშინ წადით მეგობრებთან შესახვედრად.

დღის მინერალები: პირიტი, ცირკონიუმი, ობსიდიანი.

  • მთვარე მერწყულში

იღვიძებს ინტერესი ყველაფრის ახლის მიმართ. თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება. კარგი დღეა შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის. ინოვაციები, ტრანსფორმაციები და სათავგადასავლო პროექტები შეიძლება კარგად წავიდეს. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტურობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება და გამომგონებლობა. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის.

აქტიური ორგანოები: წვივები, ტერფები, ვენები, გამომყოფი სისტემა.

კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის თქვენთვის კარგი.

საოჯახო საქმეები: კარგია ნივთების ქიმწმენდაში ჩაბარება. თუ გსურთ, სახლს დადებითი ენერგია ჰქონდეს, გაწმინდეთ ფანჯრები და ოთახები განიავეთ. მერწყულის დღეებში კი საუკეთესო რამ არის პატარა ზეიმის მოწყობა, ღვეზელის გამოცხობა და საყვარელი ადამიანების მხიარულ წვეულებაზე მოწვევა. ამ დღეებში კარგია სხვებისთვის რაიმე კარგის გაზიარება.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია თმის შეღებვა; შეჭრა არა. მოერიდეთ სახის წმენდას ან ნიღბების გაკეთებას. კარგია ფრჩხილების მოვლა.

P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.