მთვარის უძლიერესი ენერგიის გამოყენების 5 საშუალება

მთვარის უძლიერესი ენერგიის გამოყენების 5 საშუალება

სავსემთვარეობიდან ორი დღით ადრე და გვიან ენერგია, რომელსაც კარგი საქმისთვის გამოიყენებ, ყოველთვის დაგიბრუნდება. მთვარის ენერგიის მიღებას და გამოყენებას ცოდნა უნდა. იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად გამოიყენებთ, ის პოზიტივს მოგიტანთ; თუ არასწორად, მაშინ ემოციურ ქარიშხალს დატოვებს თქვენში.

სავსე მთვარის ენერგია უძლიერესია, ამიტომ საჭირო მიმართულება უნდა მისცეთ. ამაში ეს ხუთი რჩევა დაგეხმარებათ:

1. გაცნობიერებული უარი

არ იკამათოთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში, არ განიხილოთ და განკიცხოთ არავინ. არ გაბრაზდეთ. სავსემთვარობა ესაა დრო დამშვიდების, სიმშვიდის მოპოვების. ღრმად ჩაისუნთქეთ და ყველას აპატიეთ, ვინც გაწყენინათ.

2. იფიქრეთ პოზიტიურად

აქ მთავარია - არ გადააჭარბოთ, რადგან სავსემთვარობისას ყველაფერი მძაფრდება და შეიძლება თქვენი პოზიტივი იმდენად მოჭარბებული იყოს, რომ რეალობასთან შეგუება გაგიჭირდეთ. დადექით სარკის წინ და საკუთარ თავს კომპლიმენტები უთხარით. გაისეირნეთ და დატკბით გარემოთი.

Astrologia

3. იფრინეთ წარმოსახვით

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნებები სრულდება. წარმოიდგინეთ სასურველი ადგილი, ქვეყანა და იმოგზაურეთ იქ. დაფიქრდით თქვენს მიზნებზე და ჩამოწერეთ ისინი.

ჩამოწერეთ სურვილები, ოცნებები, მიზნები, დაამაგრეთ ფურცელი გამოსაჩენ ადგილას. რაც უფრო მკვეთრი ფერის იქნება ფურცელი, მით უკეთესია.

Astrologia

4. დაიწყეთ მედიტირება

თქვენ შეგიძლიათ მედიტირება როგორც მარტო, ასევე სხვა ადამიანებთან ერთად. სავსე მთვარე უდიდესი ენერგიით დაგმუხტავთ. მედიტაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა, გაათავისუფლოთ გონება უარყოფითისაგან და შეივსოთ სასიცოცხლო ძალებით.

5. გაუგზავნეთ პოზიტიური ენერგია მათ, ვისაც ის სჭირდება

სიკეთის ენერგია გაუშვით მათთან, ვინც ამას საჭიროებს. შეგიძლიათ სრულიად უცნობ ადამიანებს გაუგზავნოთ მოჭარბებული ენერგია.გაუშვით ეს ენერგია მათკენ, ვინც იტანჯება, ვინც შიმშილობს და სიკვდილს ებრძვის. ეს ყველაფერი უნდა მოდიოდეს გულიდან.

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე, როგორი დღე გელოდება

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ