ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული"

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული"

გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას საკუთარ თავში უამრავ ახალ თვისებას, ნიჭს აღმოაჩენთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, ახლობლების გვერდით. მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები, შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური ვალდებულებები. ყური დაუგდეთ იმ ადამიანის რჩევას, ვისაც უყვარხართ და ვისაც თქვენი კეთილდღეობა სურს. ნოემბერი ის თვეა, როცა გაათმაგებულად უნდა იშრომოთ. იყავით აქტიური და მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

ბიზნესი, სამსახური

შუა ნოემბრამდე გახშირებული იქნება საქმიანი შეხვედრები. მეტად გამოავლინეთ საქმიანი თვისებები, იყავით დიპლომატიური, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური ნიშნები ახალ პარტნიორებს, კლიენტებს მიიზიდავთ. ეცადეთ, გვერდით ერთგული და მცოდნე ადამიანები გყავდეთ. გამოგიჩნდებათ ახალი, მაგრამ მიზანსწრაფული და სერიოზული პარტნიორი. რომელიც ენერგიით აგავსებთ და რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, სწავლასა და განვითარებას მეტი დრო დაუთმოთ. კარგი იქნება, თუ ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. იყავით მომართული ბიზნესპროექტების განხორციელებაზე. მაგრამ პარტნიორები დაკვირვებით შეარჩიეთ. აგრეთვე, თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. წარმატებული თვე გელოდებათ რეკლამის, ვაჭრობის სფეროს წარმომადგებლებს. 17 ნოემბრიდან მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მოხდება ღირებულებების გადაფასება და შეიძლება რაღაცას შეელიოთ. გული ნუ დაგწყდებათ, ფილოსოფიურად მიუდექით სიტუაციას, ის, რაც თქვენგან წავიდა, თქვენი არა ყოფილა.

სიყვარული

საუკეთესო თვეა ოჯახური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეუღლესთან ერთად მოგინდებათ ახალი საქმეებში ჩართვა, საოჯახო ვალდებულებების, ჰობის შესრულება. კარგი იქნება, თუ ერთად დაიწყებთ უცხო ენების შესწავლას, დაიწყებთ ვარჯიშს ან თეატრში სიარულს. ზოგადად, ორივემ უნდა მოინდომოთ ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ურთიერთპრეტენზიები და ჭირვეულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. დააკვირდით ახალგაცნობილს, რას გთავაზობთ, რა სურს თქვენგან. 16 ნოემბრის შემდეგ სიყვარულის სახელით ნუ გარისკავთ, მოერიდეთ ავანტიურას. არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედში გახვევას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოიმატებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი; მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, განათლებაში, საკუთარ თავში. იყავით დაკვირვებული, რომ ფული საიმედოდ გქონდეთ. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ არაფერი გადამეტებული. გაფრთხილდით, მომატებულია ტრავმულობა; სიფრთხილე გმართებთ ქუჩაში გადაადგილების დროსაც. დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი. შეამცირეთ მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღება. არ გადატვირთოთ ღვიძლი. არ გაცივდეთ. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, მიიღებთ ვიტამინებს.

8 ნოემბრის შემდეგ მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. მაგრამ ნუ გაჭირვეულდებით და ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის შეცოდებას. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, იყავით მიზანმიმართული, მაგრამ საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვებს ნუ გაწირავთ. აგრეთვე, გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები, რომ იგივე აღარ გაიმეოროთ.

24 ნოემბრის შემდეგ მოგინდებათ თვითგანვითარება, მიზნების განხორციელებისთვის ბრძოლა. შეიძლება გამოავლინოთ საიდუმლო,რომლის ამოხსნაც დიდი ხანია გსურდათ. დაინტერესდით ფინანსური და მემკვიდრეობითი საკითხებით.