ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მივლინება"

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მივლინება"

თავით გადავარდებით სამსახურის საქმეებში და დღედაღამ მოგიწევთ მუშაობა. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პირადი ცხოვრებაც არსებობს და დასვენებაც უნდა შეძლოთ. გარდა ამის, უამრავი სხვა თემაცაა, სადაც თქვენი აქტიურობა და ჩართულობაა საჭირო. იქნებით მომართული კარიერულ წინსვლაზე, მიზნების განხორციელებაზე. ენერგია საკმარისი გაქვთ, რომ საკუთარს მიაღწიოთ. მოგინდებათ გაჯიბრება ვიღაცასთან, აზარტულობა, თამაშში ჩართვა. წარმატებული თვე გელოდებათ სპორტსმენ ნიშნებს, პირველობას არავის დაუთმობთ. მაგრამ არ გირჩევთ ავანტიურაში გახვევას.

ბიზნესი, სამსახური

მხოლოდ პროდუქტიული მუშაობით შორს ვერ წახვალთ, საკუთარ თავს რეკლამაც უნდა გაუწიოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან, ზოგიერთს მოგემატებათ ხელფასი. ცვლილების იქნება შთამბეჭდავი, მოგიწევთ გადაწყვეტილებების სწორად და სწრაფად მიღება; აღარ მოგინდებათ იმ სტატუსით ყოფნა, რაც ახლა გაქვთ. იყავით სამართლიანი, ისწავლეთ უსიამოვნებების დიპლომატიურად მოგვარება. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ დამატებითი ცოდნის მიღება. საუკეთესო დროა ახალი პროექტების დასაწყებად. გამოგიჩნდებათ გავლენიანი სპონსორი, რომელიც მატერიალურად უზრუნველგყოფთ. 17 ნოემბრიდან გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან. აუცილებლად მიმართეთ მათ დახმარებისთვის, რჩევისთვის; ნუ დარჩებით პრობლემებთან მარტო. გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მივლინება; მხოლოდ ახალ კი არა, ძველ პარტნიორებსაც ხშირად შეხვდებით. კარგი იქნება, თუ თანამოაზრეებთან ერთად გაერთიანდებით საერთო მიზნისთვის. მოაწყვეთ თქვენი საქმიანობის სარეკლამო აქცია, კარგია იქნება თვითრეკლამაც.

სიყვარული

სამსახურის საქმეების მოგვარების პარალელურად ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებასაც. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ უფროსთან, საქმიან პარტნიორთან ან კოლეგასთან. გამორიცხული არაა, რომ საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. შინ ნუ მიიტანთ სამსახურის პრობლემებს. იყავით მზრუნველი მეუღლის, ოჯახის წევრების მიმართ. ეცადეთ, რომ სახლში ჰარმონიამ დაისადგუროს. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზებით. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მხოლოდ მეგობრობით ნუ შემოიფარგლებით, გააქტიურდით და შეიძლება საქმე დაქორწინებით დაგვირგვინდეს. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი დიდი ხნის მეგობართან გააბათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

არ გირჩევთ ფიზიკურად დატვირთვას. კარგი იქნება, თუ სუფთა ჰაერზე დიდხანს ისეირნებთ ფეხით. ხშირად გაანიავეთ შენობა. ორგანიზმის მცირე მინიშნებასაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეცადეთ, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გარდა ამისა, აკონტროლეთ ემოციები, გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა. კარგი იქნება, თუ ისწავლით უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას მშვიდობიანი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი მეთოდებით.

8 ნოემბრის შემდეგ მეტად იზრუნეთ (მატერიალურად, ფიზიკურად) ასაკით უფროს ნათესავებზე. დაეხმარეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. დაიცავით ბალანსი სამსახურის და საოჯახო საქმეებს შორის.

24 ნოემბრის შემდეგ დაარეგულირეთ დამოკიდებულება მეგობრებთან. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას, ჯოხის ვინმეზე გადატეხას. გახშირდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა და კონტაქტი.