ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "ზოგიერთ ადამიანთან უნდა გაწყვიტოთ კავშირი"

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "ზოგიერთ ადამიანთან უნდა გაწყვიტოთ კავშირი"

ნოემბერი ის თვეა, როცა ხანდახან უნდა ენდოთ იღბალს და არაფერი მოიმოქმედოთ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, დააკვირდით მოვლენებს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ გექნებათ ბევრის მოლოდინი, იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ. ნუ გახარჯავთ ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე. სასურველია, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ, ვინც გულით მოგისმენთ და გაგიგებთ. ნუ იბრძვით, ნუ განიცდით, დაელოდეთ მზის თქვენს ნიშანში გადასვლას. მანამდე კი იყავით მშვიდად, დაისვენეთ, ჩაიხედეთ საკუთარ შინაგან სამყაროში. გადახედეთ განვლილ წელს, თქვენი დაბადების დღიდან, რა გაკეთეთ, რა უნდა გამოასწოროთ, რა გსურთ, რომ გააკეთოთ მას შემდეგ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა?.. გადახედეთ სამეგობრო წრესაც. შეიძლება ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ მეგობრის ნიღაბსაა ამოფარებული. მოერიდეთ უსიამოვნებებს, კამათს, უბრალოდ, ჩაინიშნეთ, რომ ზოგიერთ ადამიანთან უნდა გაწყვიტოთ კავშირი.

ბიზნესი, სამსახური

მოულოდნელობებით აღსავსე თვეა. გაგაოცებენ კოლეგები თავიანთი ქმედებებით. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული. გააქტიურდებიან კონკურენტები, ფარული მტრები და ფხიზლად უნდა იყოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. არ გირჩევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, პარტნიორებთან შეუთანხმებლად მიღებას, უსიამოვნებებს ვერ გაექცევით. გამოავლენთ სხვის საიდუმლოებებს ან შეიძლება თქვენი გამჟღავნდეს. მიიღებთ საიდუმლო ამბებს სხვადასხვა პიროვნებაზე. არ გირჩევთ სამომავლო იდეების გამხელას, განსაკუთრებით უცნობებთან. გული მხოლოდ ერთგულ მესაიდუმლეს გადაუშალეთ. 17 ნოემბრიდან ყურადღება მიაქციეთ რას გეუბნებიან და რას ამბობთ თავად. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებაზე მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, ნიჭი. თუ სწავლობთ, ნუ მოგერიდებათ ზედმეტი კითხვების დასმა, ლამაზად გამოხატეთ თქვენი აზრები.

სიყვარული

ნუ ეცებით ახალი რომანის დაწყებას, ახალგაცნობილთან ურთიერთობის დასერიოზულებას. ჯერ დაფიქრდით და ჩამოყალიბდით რა გსურთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პირადი ცხოვრება. რას ელოდებით პარტნიორისგან და რა უნდა მისცეთ მას თქვენ. თუ არსებულ კავშირში ბედნიერება გაქრა ან საყოფაცხოვრებო საკითხების გამო ვეღარ ახერხებთ რომანტიკულობის გამოხატვას დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ არსებული ურთიერთობა. პირველ რიგში, საკუთარ თავში, სურვილებში გაერკვიეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ნუ იწუწუნებთ. უმჯობესია, გამონახოთ დრო საყვარელ ადამიანთან გასატარებლად. პატარ-პატარა სიხარული და ბედნიერებაც კი აღნიშნეთ. 16 ნოემბრიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და მეტად მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. მოგინდებათ იმიჯის, სტილის შეცვლა. გახშირდება რომანტიკული ნაცნობობა, ფლირტი და შეიძლება პაემნებზეც დაიწყოთ სიარული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

არ გირჩევთ ზედმეტ ფიზიკურ აქტურობას; მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. შეამცირეთ გონებრივი დატვირთვაც. არ ინერვიულოთ, აკონტროლეთ ემოციები. მხოლოდ სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. კარგი იქნება, თუ დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს. ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემას.

8 ნოემბრის შემდეგ მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, განწყობის გაუმჯობესებაზე. გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. დაივიწყეთ მავნე ჩვევები და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადადით. დაუთმეთ დრო დაწყებული საქმეების დასრულებას. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყოველდღიური რუტინა არ სრულდება, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. იზრუნეთ შინაურ ცხოველზეც.

24 ნოემბრის შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებები მოგინდებათ. დაისახეთ კონკრეტული მიზნები. თუ ხვდებით, რომ ერთ ადგილს ტკეპნით, გააქტიურდით, რომ გეგმები რეალობად აქციოთ და ცხოვრების სხვადასხვა სფერო გაიმრავალფეროვნოთ.