წარმატების მიღწევის შანსები ერთიორად იზრდება. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ დრო და ენერგია. იყავით მიზანდასახული, თავდაჯერებული, კომუნიკაბელური და ენთუზიაზმით აღსავსე. სურვილების ასრულება გელოდებათ, თუ მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ იქნებით ორიენტირებული. საუკეთესო დროა სწავლისა და განვითარებისთვის. მოგინდებათ კიდევ ერთი პროფესიის დაუფლება.
ბიზნესი, სამსახური
ნოემბერში მთავარი თემაა: სამსახური და ფული. მხოლოდ იმ პროექტებს დათანხმდით, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. კარგი იქნება ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში - ფულმა ფული უნდა მოგიტანოთ. თუ ბიზნესის მფლობელი ხართ, იზრუნეთ მის გაფართოებაზე. 17 ნოემბრიდან გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინება, კომუნიკაცია, ხელშეკრულებების გაფორმება და მოლაპარაკებები. ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი კოლეგების რჩევებს. ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია კარგად გაანალიზეთ. მეტი დრო დაუთმეთ ახალი კომპიუტერული პროგრამების ათვისებას, პირადი სამუშაო სივრცის კეთილმოწყობას. იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ და მზად იყავით.
სიყვარული
თქვენი მმართველი - სიყვარულისა და ფულის - პლანეტა ვენერა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. საყვარელ ადამიანს მეტად უნდა დაუთმოთ, თუ კავშირის შენარჩუნება გსურთ. საუკეთესო პერიოდია დაწყვილების, დაოჯახების და თანაცხოვრებისთვის. დაწყვილებულების ცხოვრებაში რომანტიკა დაისადგურებს. მოგინდებათ ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობა. ერთად დასწრება კულტურულ ღონისძიებებზე, სახლის კეთილმოწყობა, ჰარმონიის შექმნა. მარტოხელებმა ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ადამიანის ნაკლოვანებას და მეტი - მის დადებით თვისებებს. 16 ნოემბრიდან საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობის შანსი იმატებს. მარტოხელები კი შეიძლება საბედოს მივლინების ან მგზავრობის დროს შეხვდეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კარგია, მაგრამ გადამეტებას არ გირჩევთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება ცეკვა, იოგა, მსუბუქი სირბილი. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემის მუშაობას. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი, გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. შეამცირეთ შაქრისა და ცხიმის შემცველი პროდუქტების ჭამა. წონაში მომატების შანსი დიდია. თუ გასტრიტი გაწუხებთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. მოსაფრთხილებელია ნერვებიც.
8 ნოემბრის შემდეგ უნდა მოაგვაროთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნესდაბანდება და სასიყვარულო ურთიერთობა. პარტნიორებთან ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ზედმეტ ემოციურ და გონებრივ გადატვირთვას, რაც თქვენს ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.
24 ნოემბრის შემდეგ გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. ზოგიერთმა შეიძლება და-ძმებთან ერთად გადაწყვიტოთ ბიზნესის დაწყება. საუკეთესო დროა რეკლამისა და პიარისთვის. აგრეთვე, რამის შესასწავლად. გამორიცხული არაა დაიწყოთ ბლოგის წერა, მეტი დრო გაატაროთ ვირტუალურ სამყაროში.