ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინებები, საზღვარგარეთაც"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინებები, საზღვარგარეთაც"

მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება მოგზაურობის, სამსახურის ან დარჩენის მიზნით. მოიმატებს აზარტულობა, თავგადასავლების სურვილი და გამორიცხული არაა, წამში მიიღოთ კარდინალური ცვლილების გადაწყვეტილება. აკონტროლეთ ვნება, ავანტიურული თავგადასავლების სურვილი. ზოგიერთს ლამაზი რომანის დაწყება ან ქორწინება გელოდებათ და გამორიცხული არაა, თქვენი პარტნიორი უცხოელი იყოს. ან შეხვედრა საზღვარგარეთ ყოფნის დროს მოხდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალგაცნობილთან დაუფიქრებლად გააბათ რომანი.

ბიზნესი, სამსახური

მწვრილი და მოსაწყენი საქმეები არ დაგაინტერესებთ. ძირითადად გლობალური თემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. უამრავი საშუალება გეძლევათ განვითარებისა და წინსვლისთვის. მოგინდებათ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება, გაუმჯობესება. მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ, რათ არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. გადახედეთ პარტნიორებს, დაფიქრდით, ვისი ნდობა შეგიძლიათ. ზოგიერთმა შეიძლება თქვენზე მბრძანებლობა და თქვენი ფინანსების მითვისება გადაწყვიტოს. შუა ოქტომბრიდან გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინებები, საზღვარგარეთაც. მოგინდებათ ბიზნესის გაფართოება. ზოგიერთმა შეიძლება ბიზნესი საზღვარგარეთაც კი გააგრძელოთ ან დაიწყოთ. მოგინდებათ უცხო ენის შესწავლა, ზოგიერთს - ახალი პროფესიის ათვისება.

სიყვარული

პირადი გრძნობები გონებით და არა გულით უნდა აკონტროლოთ. დაწყვილებულებმა გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრები, დაუვიწყარი პაემნები. გაანებივრეთ საჩუქრებითა და სიურპრიზებით. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ და შეიძლება არჩევნის გაკეთება გაგიჭირდეთ, - ერთი პარტნიორიდან მეორესთან გადაინაცვლოთ. ზოგიერთს ვნებიანი რომანის დაწყება გელოდებათ, რომლის გახმაურებასაც არ ისურვებთ, მაგრამ დიდხანს საიდუმლოს შენახვას ვერ შეძლებთ და ახალი ამბავი ელვისებურად მოედება ნაცნობებს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ და განვითარებასა და წინსვლაში ვერაფერი შეგიშლით ხელს. თუმცა, გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ენერგიას, ძალებს. გაფრთხილდით, ზედმეტ გადატვირთვას ჯანმრთელობის გაუარესება არ მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ, დაკავდებით სპორტით, ფიტნესით, ცეკვებით. არ გირჩევთ კუჭის გადატვირთვას, მავნე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებას. შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, უჰაერო სივრცეში ყოფნა.

9 ოქტომბრის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც დიდი ხნის წინ იყავით ნაჩხუბარი. გამოავლინეთ ინიციატივა, რომ შერიგდეთ. მიიღებთ ბევრ ინფორმაციას და ეცადეთ, დაკვირვებით განიხილოთ თითოეული.

25 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ კარიერული წინსვლა, დაწინაურება. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. გამოავლინეთ პროფესიონალიზმი, დაიწყეთ საინტერესო პროექტების განხორციელება. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაკვირვებული ნაბიჯები უნდა გადადგათ, ათასი თვალი გაკვირდებათ და ნუ შეილახავთ რეპუტაციას.