ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "მოგეცემათ დაწინაურების, კარიერის გაუმჯობესების შესაძლებლობა"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "მოგეცემათ დაწინაურების, კარიერის გაუმჯობესების შესაძლებლობა"

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა, დაწინაურება. კარიერა, რა თქმა უნდა, თქვენთვის მუდამ პირველ ადგილზეა, მაგრამ არ გირჩევთ გადაღლას, გამონახეთ დრო დასვენებისთვის, გაიუმჯობესეთ ძილისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის რეჟიმი. ნუ გაჩერდებით სამსახურში გვიანობამდე.

ბიზნესი, სამსახური

თვის პირველ ნახევარს ახალი იდეების განხორციელებაში გაატარებთ. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ, დაინტერესდებით ბიზნესის გაფართოებით. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, გამოჩნდებიან ახალი საქმიანი პარტნიორები და შეძლებთ წარმატების, მოგების მიღებას. აგრეთვე, მოგეცემათ დაწინაურების, კარიერის გაუმჯობესების შესაძლებლობა, მაგრამ გირჩევთ, მხოლოდ პატიოსანი გზით იმოქმედოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ხელმძღვანელობასთან. მათთან, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, რასაც თქვენი წინსვლისთვის გამოიყენებთ. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, ვინც დააფინანსებს თქვენს პროექტებს.

სიყვარული

ოქტომბერში ძირითადი აქცენტი ფულის გაკეთებაზე იქნება და არა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. გამორიცხული არაა, გააბათ რომანი კოლეგასთან ან უფროსთან, რომლის მიმართაც დიდი ხანია გავქთ სიმპათიები. სასურველია, ოქტომბრის ბოლოს მეტი დრო დაუთმოთ პირად ცხოვრებას. ამ დროს დაწყებული რომანი ხანგრძლივი და შინაარსიანი იქნება. ზოგიერთს პოტენციური სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება მშობელმა გაგაცნოთ. თქვენი ახალგაცნობილი ადამიანი იქნება ან ასაკით თქვენზე უფროსი, ან შემოსავლიანია, რომელიც იზრუნებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. ოქტომბრის ბოლოსკენ გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობისადმი. ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხებისადმი და შეიძლება საინტერესო ადამიანი ასეთი წრიდან გაიცნოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, რომ განვითარდეთ, კარიერაში მიაღწიოთ დიდ შედეგებს, მაგრამ ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით კვების რეჟიმი. მოიცილეთ მავნე ჩვევები. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, მკურნალობა. საუკეთესო დრო რეგულარული ვარჯიშის დასაწყებად. კარგი იქნება ცურვა, აერობიკა, ფიტნესი, ცეკვა. ამასთან, ზედმეტი არ მოგივიდეთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი სუსტი ზონა ხერხემალი და სახსრებია. გარეგნობაზე ზრუნვისთვის მოერიდეთ ინოვაციური მეთოდების გამოყენებას და მეტად მიაქციეთ ყურადღება ხალხურებს.

9 ოქტომბრის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ახლობლებზე ზრუნვას, ბოლო დროს მუშაობის გამო ისინი დავიწყებული გყავდეთ. უნდა მოაგვაროთ ის საოჯახო ვალდებულებები, რაც ადრე მიტოვებული გქონდათ. მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, გადაადგილეთ ავეჯი.

25 ოქტომბრის შემდეგ ჩაიფიქრეთ სურვილები და გააქტიურდით მას განსახორციელებლად. მაგრამ ნურც გართობას დაივიწყებთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.