პირველ მაისს დაბადებული ადამიანი პერიოდულად მიდრეკილია სარკაზმისა და გულგრილობისკენ

პირველ მაისს დაბადებული ადამიანი პერიოდულად მიდრეკილია სარკაზმისა და გულგრილობისკენ

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია პირველ მაისს დაბადებული ადამიანი

პირველ მაისს დაბადებული ადამიანები, ძალიან სენსიტიურები და ნიჭიერები არიან. მათ უმრავლესობას გააჩნია თანდაყოლილი დამკვირვებლის ნიჭი და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას სწორად ლავირების უნარი. თუმცა, პერიოდულად მწარე სარკაზმისა და გულგრილობისკენაც გააჩნიათ მიდრეკილება.