პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:14-ზე, მთვარე მერწყულშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

ვერძი

დღეს განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოავლინოთ სხვებთან ურთიერთობაში. ყველა შემომავალი ინფორმაცია არ არის სანდო. შეიძლება ვიღაცას შეგნებულად მოაქვს თქვენს ცხოვრებაში დაბნეულობა. არ ეჩხუბოთ მეგობარს ან კოლეგას და ადამიანს ბოროტად ცილს ნუ დასწამებთ.

კურო

მშვენიერია დღის გატარება მეგობრებთან, ნათესავებთან, ერთი სიტყვით, მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. იმისათვის, რომ შეხვედრა წარმატებული და პოზიტიური იყოს - არც ერთი სიტყვა არ დაძრათ სამუშაოზე, ვალებზე, რუტინაზე, ოჯახურ პრობლემებსა და დაავადებებზე! ისაუბრეთ მხოლოდ სასიამოვნო რამეებზე, ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და განწყობის გაუმჯობესებაში.

ტყუპი

დღეს შეიძლება მოულოდნელი საქმიანი წინადადება მიიღოთ - მაგალითად, სხვა სამსახურში გადახვიდეთ, ერთობლივი ბიზნესი გახსნათ ან სრულიად შეცვალოთ საქმიანობის სფერო. არ იჩქაროთ დათანხმება ან უარის თქმა, მოიტოვეთ დრო ფიქრისთვის. ჯერ გაეცანით დეტალებს და ნიუანსებს.

კირჩხიბი

დღეს წარმატების მიღწევა ყველა სფეროში მხოლოდ თქვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული – დაიმახსოვრეთ, რომ აზრები შეიძლება მატერიალიზდეს და საკუთარ თავს არ მისცე უფლება იფიქრო შესაძლო წარუმატებლობაზე. შეიძლება გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, შეეცადეთ იყოთ გამგები, არ დაიზაროთ მოსმენა და არ უარყოთ პრეტენზიები.

ლომი

დღეს შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ის, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელით, იმედი გაგიცრუოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ მომავალში ამ ადამიანს აღარ უნდა ენდოთ. დღეს ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. სავსემთვარეობაზე ზედმეტი აქტიურობა გეკრძალებათ.

ქალწული

დღეს ძალიან აფორიაქებული ხართ, მაგრამ რეალური მიზეზი არ გაქვთ. ამიტომ მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და რაც ყველაზე მთავარია, ყველასთან ნუ ისაუბრებთ თქვენ განცდებზე, ვარაუდებსა და ეჭვებზე.

სასწორი

დღეს დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. ეს დაგეხმარებათ თქვენი რეპუტაციის ამაღლებაში სხვების თვალში. ის, ვისაც მხარი დაუჭირეთ რთულ მომენტში, გახდება თქვენი ნამდვილ თანამოაზრე და მოკავშირე.

მორიელი

კარგი დღეა პირადი და საქმიანი კომუნიკაციისთვის. თავისუფლად დაგეგმეთ ამ დღისთვის მივლინებები, მოგზაურობები, ვიზიტები სხვა ქალაქში მცხოვრებ ნათესავებთან და მეგობრებთან. ყველაფერი კარგად წავა!

მშვილდოსანი

ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. განსაკუთრებით თუ ისინი საბუთებთან არის დაკავშირებული. შუადღე და საღამო საოჯახო საქმეებს და ოჯახთან ურთიერთობას უნდა დაეთმოს.

თხის რქა

არ გირჩევთ მუშაობისას აჩქარებას. ცოტა მოთმინება იქონიეთ და ყველაფერი გაირკვევა. დააკვირდით მინიშნებებს, დაეყრდენით თქვენს შინაგან ხმას. საღამო გაატარეთ მშვიდ, ოჯახურ გარემოში.

მერწყული

დღეს სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. გაფრთხილდით და იყავით დაკვირვებული. სამუშაო პროცესი შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს სხვისი შეცდომით. გაირკვევა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გაინტერესებდათ. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის.

თევზები

დაბრკოლებების გზა მთავრდება და მიზნისკენ მიმავალი გზა თავისუფალია, მაგრამ ნუ ჩქარობთ მისკენ, დღეს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ხვალიდან გააქტიურდით.