კურო
გემრიელი კერძებითა და მეგობრებთან გულითადი საუბრებით გაინებივრეთ თავი. ზოგიერთი კომპლიმენტს, კარგ ამბავს გაიგებს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა საყიდლებისთვის. თუ მატერიალური პრობლემები გაქვთ, ფულის სასესხებლად ახლობლებს მიმართეთ.
კირჩხიბი
თამამად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს ეწვიეთ თეატრს, მოუსმინეთ მუსიკას, წაიკითხეთ წიგნი.
ლომი
ოჯახური მყუდროება და კომფორტი მოგენატრებათ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ ან სასიამოვნო წიგნი წაიკითხეთ. კარგია ხანმოკლე მგზავრობა ან ჰაერზე გასეირნება.
ქალწული
სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა.
სასწორი
დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, შვილებთან. კარგი დღეა პროდუქტების, დეკორის შესაძენად.
მორიელი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და არ გაგიჭირდებათ საჭირო დროს საჭირო სიტყვების გამონახვა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგ ამბავს გაიგებთ.
მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებას, ფინანსური და საოჯახო საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა საიდუმლო პაემნისა და საუბრებისთვის.
თხის რქა
კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისა და საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრებისთვის. საქმეებში გამოავლინეთ ინიციატივა. იყავით მეტად დიპლომატიური.
მერწყული
დილა საქმეებს დაუთმეთ, რადგან საღამოს ოჯახური სიმყუდროვე მოგენატრებათ. თქვენს მზრინველობას საჭიროებენ ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები.
თევზები
კარგი დღეა მგზავრობისა და სიყვარულისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. დაეხმარეთ ბავშვებს სილამაზის აღქმაში.