პირველი ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

დიდი ალბათობით, მოგიწევთ წარსულის შეცდომებთან გამკლავება. იყავით დაკვირვებული; ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. საღამოს პოზიტიური ენერგიით დამუხტვა შეგიძლიათ მხიარულ ღონისძიებაზე წასვლით.

კურო

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის, ვაჭრობისთვის. შეძენილი ნივთები დიდხანს გაგახარებთ. საინტერესო ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრადოს. სამსახურის საქმეებს დაანებეთ თავი; გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის.

ტყუპი

ხალხთან კომუნიკაცია კარგია, მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის. ტრანზაქციები იქნება მომგებიანი, გაზრდის შემოსავალს. ჩაიტარეთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. კარგია ბუნებრივი ვიტამინებისა და ჯანსაღი საკვების მიღება.

კირჩხიბი

თუ გაიხსენებთ წარსულის წყენას, ჩხუბს, დღე უსიამოვნებების მეტს არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ მშვიდ და მოდუნებულ დასვენებას, მხოლოდ უახლოეს წრესთან კომუნიკაციას. სასარგებლო იქნება მედიტაციები, სუნთქვითი ვარჯიშის შესრულება.

ლომი

დღეს კარგი შედეგები მიიღწევა გუნდური მუშაობით; გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეორე ნახევართან. იყავით ყურადღებიანი. არ გირჩევთ ახალი ნივთების შეძენას. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

რთული, მაგრამ წარმატებული დღე გელოდებათ. ნებისმიერ სირთულეს იოლად გაუმკლავდებით. არასასურველ რჩევაზე კომენტარს ნუ გააკეთებთ, არამედ ყურადღებით მოისმინეთ.

სასწორი

ორჯერ მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯოთ, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას. დღეს სხვების დახმარება შეიძლება თქვენთვის საზიანოც კი იყოს. შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინოთ.

მორიელი

არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები; საქმეების მოგვარება. დღეს უმჯობესია დასვენება; ქალაქგარეთ მოგზაურობა, ოჯახთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობა გაგამხნევებთ.

მშვილდოსანი

გაგიჩნდეთ ცდუნება დახარჯოთ დიდი თანხა ან გააფორმოთ სავარაუდო მომგებიანი ხელშეკრულება. შეაფასეთ რისკები, შეხედეთ საგნებს რეალისტურად და თავიდან აიცილეთ პრობლემები. იყავით მეტად დაკვირვებული.

თხის რქა

თქვენი აზრი განსხვავდება უმრავლესობის აზრისგან. ადვილად ხიბლავთ ადამიანებს თქვენი საუბრით, ცოდნით. ეს მოგიტანთ წარმატებას და საყოველთაო აღიარებას. პარტნიორთან ფლირტი ვნებას გაამძაფრებს.

მერწყული

მოგიწევთ სხვისი პრობლემების მოგვარება. იქნება წინააღმდეგობები, შეკამათება, განწყობის ცვალებადობა. თუმცა, საღამო იქნება მხიარული, პოზიტიური ემოციებით აღსავსე. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ახლობელს.

თევზები

მოიწყვეთ დაისვენების დღე. გამონახეთ საქმე, რომელიც დადებით ემოციებს შეგმატებთ. უფრთხილდით შურიან ადამიანებს. ზოგიერთს გელოდებათ შეხვედრა საინტერესო ადამიანთან და საუბარი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.