კურო
ახალი საქმეების დაწყება და მათი დასრულება არ გაგიჭირდებათ. მთავარია, არ იზარმაცოთ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შინ სიმშვიდე და კომფორტი გელით, სადაც სამსახურის საქმეებით გადაღლილი ძალებს აღიდგენთ.
ტყუპი
ნაკლებად იაქტიურეთ; მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ პრეტენზიული, კრიტიკული. განსაკუთრებით გაფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებში. მოერიდეთ კამათს.
კირჩხიბი
კარგი დღეა კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ უცხოელ კოლეგებსა და პარტნიორებს. მათი დახმარებით საკუთარი საქმეების უკეთ შესრულებას შეძლებთ.
ლომი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებთა რჩევებსა და შენიშვნებს და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან ერთად.
ქალწული
შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ცხოვრების შავი ზოლი თქვენთვის დასრულდა და დღეიდან თეთრ ზოლზე მოგიწევთ სიარული. კარგი პერიოდია ახალი იდეების დასაგეგმავად, პარტნიორებთან განსახილველად. მთავარია, მიზანმიმართულად და აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში.
სასწორი
სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. დაიკაპიწეთ ხელები და თავად იმუშავეთ. შეცდომები ნუ შეგაშინებთ, გამოასწორეთ და მოქმედება განაგრძეთ. იყავით მეტად ოპტიმისტური, მიიღეთ სიამოვნება იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებთ.
მორიელი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიტუაციას სათანადოდ ვეღარ აკონტროლებთ. მაგრამ იქნებ კიდევ მოითმინოთ, დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას. თავად კი მეტად დაისვენოთ, ახალი პროექტები, გეგმები დაისახოთ.
მშვილდოსანი
თუ გეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფებმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგეს, განსაკუთრებით საწინაღმდეგო სქესმა, გირჩევთ, მეტი პოზიტიური განწყობითა და იუმორით გაიხალისოთ საკუთარი თავი და არც ისინი მოაწყინოთ.
თხის რქა
საკუთარი იდეებით პარტნიორების, კოლეგების მოხიბვლას შეძლებთ; გარეგნოთ კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, რომ წარმატებული იყოთ, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში.
მერწყული
ცოტათი დასვენება, მუშაობის ტემპის შენელება არ გაწყდენდათ. ეცადეთ, მეტად იყოთ სუფთა ჰაერზე, გაიხსენეთ და მოიკითხეთ ახლობლები, იუმორით გაამდიდრეთ დღე და თავადაც შვებით ამოისუნთქვათ.
თევზები
რთულ საქმეებსაც ადვილად გაართმევთ თავს. საღამოს კი მეგობრებთან ერთად მხიარულება, კულტურული ღონისძიება დაგეგმეთ. მოულოდნელი შეხვედრა და ახალი ამბავი კი მეტად დროული და საჭირო გახდება თქვენთვის.