პარასკევი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:01-ზე, მთვარე მორიელშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
შეეგუეთ ცვლილებებს, რომლებიც იწყება თქვენს ცხოვრებაში. თუ გრძნობთ რაიმე ემოციურ დისკომფორტს ან გაღიზიანებას, დაკავდით სასიამოვნო და საყვარელი აქტივობით ან გატაცებით. დღეს არ უნდა იმოქმედოთ იმპულსურად, რათა არ დაუშვათ შეცდომა. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.
კურო
მოგინდებათ სიცხადე ბიზნესში და ურთიერთობებში, სტაბილურობა და თავდაჯერებულობა. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს იქნებით დაძაბული, მოიმატებს შფოთვა და მოუსვენრობა. უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, თუ ეს შეუძლებელია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ თქვენი ემოციები.
ტყუპი
დილიდან მოემზადეთ აქტიური მუშაობისთვის, გამოავლინეთ ინიციატივა ბიზნესში. თუ ყურადღებას არ გაიფანტავთ, შეძლებთ ყველაფერი დაგეგმილი დროულად და კარგი შედეგით დაასრულოთ. 1-ლ მარტს კამათში არ უნდა შეხვიდეთ, სჯობს გაჩუმდეთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.
კირჩხიბი
გააკონტროლეთ ის, რაც ხდება, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება გადაიქცნენ სერიოზულ პრობლემებად, რომელთა მოგვარებაც შემდგომში ადვილი არ იქნება. ემოციური სტრესის მოხსნა შეგიძლიათ დადებითად მოაზროვნე ადამიანებთან საუბრით.
ლომი
დატვირთული და რთული დღეა. მეტი კომუნიკაცია გქონდეთ სასიამოვნო ადამიანებთან, გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და იყავით პოზიტიური. არსებობს უსიამოვნო ამბების მიღების შესაძლებლობა, ამიტომ უფრო მარტივად შეხედეთ საქმეებს და მოერიდეთ დრამატიზებას.
ქალწული
მოერგეთ გარემოებებს, ისარგებლეთ შანსებით. დღეს თქვენს მაღალ მაჩვენებელს უფროსები შენიშნავენ და, შესაძლოა, დაწინაურებაც მიიღოთ. ნუ შეგეშინდებათ რთული საქმეების, იღბალი თქვენს მხარეზეა.
სასწორი
თქვენმა სურვილმა დაარწმუნოთ სხვები, რომ მართალი ხართ ან მოიგოთ კამათი, შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და გაგიფუჭოთ განწყობა. უმჯობესია მოერგოთ გარემოებებს, ეძებოთ კომპრომისები და დანებდეთ. გამოადგებათ გამოცდილი პროფესიონალი ადამიანების რჩევა.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ არ აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა და ფოკუსირება მოახდინოთ უშუალო ვალდებულებაზე. დღეს ენერგიის დაბალი დონე გაქვთ, ამიტომ უმჯობესია დღე მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან რთულ თემებს საუბარს.
მშვილდოსანი
დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთულია. დილით ადრე მოემზადეთ სამუშაოდ და აუცილებლად დაასრულეთ ყველაფერი, რასაც დაიწყებთ. გამოიჩინეთ მზრუნველობა და მონაწილეობა თქვენი საყვარელი ადამიანების საქმეებში, მხარი დაუჭირეთ მათ რთულ ვითარებაში. სიახლეებმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ: თავად შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია.
თხის რქა
დღეს მნიშვნელოვანია მოუსმინოთ რა ხდება თქვენ გარშემო. ჯობია კამათს თავი აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობა გაგიფუჭდებათ. ემოციური სტრესის მოხსნა შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრით. გაუზიარეთ მას თქვენი პრობლემები.
მერწყული
დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, თუმცა დახმარებასა და რჩევაზე უარს ნუ ეტყვით, თუ გთხოვენ. 1 მარტს ზოგიერთი სიახლე უსიამოვნო იქნება. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ იჩხუბოთ და უფრო მარტივად შეხვდეთ მოვლენებს.
თევზები
დღეს უმჯობესია უარი თქვათ დამატებით დატვირთვაზე. რაც შეიძლება მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული ტემპი და ნელ-ნელა დაასრულეთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ დღეს.