პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ იქნებით გარშემო მყოფებისა და განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების მიმართ კრიტიკული და ზედმეტად მომთხოვნი. ზოგიერთ საქციელზე, სიტყვაზე "თვალები უნდა დახუჭოთ".

ტყუპი

უამრავი საქმე გაგიხდებათ მოსაგვარებელი. ეცადეთ, ახლობლებიც აიყოლიოთ და უფრო მხიარულად, სწრაფად მოაგვარებთ ყველაფერს. დასვენებაზე არც იოცნებოთ.

კირჩხიბი

საკუთარ თავზე წინ საქმეს ნუ დააყენებთ. ეცადეთ, ეს დღე მეგობრებთან, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. დასახოთ სამომავლო ღონისძიებები, გეგმები.

ლომი

დღე პარტნიორების ძიებას მოანდომეთ, როგორც სამსახურებრივი საქმეებისთვის. ასევე პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. რთულ სიტუაციებში იუმორი მოიშველიეთ.

ქალწული

დღეს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს კი წვეულება, სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული განწყობა ელის.

სასწორი

მოინახულეთ ახლობლები და მეგობრები. შესაძლებელია, ან თქვენ დაეხმაროთ მათ, ან თქვენი დახმარება დასჭირდეთ მათ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არ აწყენინოთ.

მორიელი

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გამოცდილი ადამიანების რჩევები გაითვალისწინეთ. დღეს საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მშვილდოსანი

მოემზადეთ, შეიძლება თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანეების, მოშურნეების მოგერიებამ მოგიწიოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ კამათში. და რაც მთავარია, არავის "ჭკუაზე არ გაიაროთ"

თხის რქა

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ყველას მოუნდება თქვენთვის სიკეთის გაკეთება. განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი გაგახარებთ. დასვენება და ცხოვრებით ტკბობის დღე გელით.

მერწყული

მეგობრების მიპატიჟებას წვეულებაზე ან თეატრში უარი არ უთხრათ. შეხვედრისას მოსალოდნელია მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა ან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

თევზები

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, სახლში სიმყუდროვის, კომფორტის შექმნას. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად, ინტერიერის გასაახლებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით