პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილიდან შემოქმედებითი იდეების განხორციელებით იქნებით დაკავებული. შეიძლება მეგობრები და ნათესავებიც აიყოლიოთ და მხიარულად გააგრძელოთ საქმიანობა.

ტყუპი

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებსა და სწავლას.

კირჩხიბი

სამსახურისა და საოჯახო საქმეებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება ნათესავების პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს. საღამო კი სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

ლომი

თავად ყველაზე უკეთ იცით, რისი მიღწევა გსურთ და რა საშუალებით. ამიტომ, ნუ მოუსმენთ გარშემო მყოფების რჩევებს. განსაკუთრებით, ვის მიმართაც ნეიტრალურად ხართ განწყობილი.

ქალწული

ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. შეიძლება ახლობლებმა საინტერესო ღონისძიებაში შემოთავაზონ მონაწილეობის მიღება. ნუ იტყვით უარს.

სასწორი

დილიდან მოწყენილი ხართ და ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს არაფერი გამოგივათ. ეცადეთ, მხარდაჭერისთვის ისე ადამიანს მიმართოთ, ვინც გაგამხნევებთ და გაგამხიარულებთ.

მორიელი

თუ დროსა და ენერგიას არ დაიშურებთ, ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ნაკლები მოუსმინეთ არაკეთილმოსურნეებს. აკეთეთ ის, რაც გსურთ.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფების დახმარებით ან ახალ სამსახურს იშოვით, ან ახალ საქმიანობაში ჩაერთვებით, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თუ არ იზარმაცებთ, რა თქმა უნდა.

თხის რქა

დღეს გარშემო მყოფებისთვის კეთილი საქმეების კეთება, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა მოგინდებათ. მაგრამ დახმარებას ნურავისგან ელით. ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდება.

მერწყული

თუ დღეს მოგზაურობა ან შორ მანძილზე მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი მეტი ყურადღება გმართებთ ბარგთან დაკავშირებით, საბუთების შევსებისას, შეიძლება ბილეთებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

თევზები

კარგი დღეა განმარტოებისა და საკუთარ თავში, აზრებში გასარკვევად. აგრეთვე კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად, მნიშვნელოვანი ნაბიჯების განსახილველად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით