კვირა, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 19:37-ზე, მთვარე კუროში გადავა 05:19-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი
კარგი დღეა, თუ შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ ყურადღებით, შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო: თქვენი მომავალი პროფესიული პოზიცია შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. დღეს ყველა გადაწყვეტილება გულდასმით უნდა იქნას განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი.
კურო
შესაფერისი დღეა ახალი ცოდნის მისაღებად და პროფესიული დონის ასამაღლებლად. დღეს ყველა ინფორმაცია ადვილი დასამახსოვრებელი იქნება, გამოიყენეთ შანსი თქვენთვის საჭირო საგნის შესასწავლად. ახალი ნაცნობები ნათელ ემოციებს შეგმატებენ და სამომავლოდ გამოადგებათ.
ტყუპი
დღის პირველ ნახევარში თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა და ბევრი რთული საკითხი სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. გააკეთეთ ისეთი რამ, რისი კეთებაც ადრე რთული იყო, შეძლებთ წინსვლას თქვენს ბიზნესში.
კირჩხიბი
ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შთაგაგონებთ და გადაწყვეტთ თქვენი ცხოვრების შეცვლას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ შესრულებული სამუშაოს სისწორეში, კვლავ შეამოწმეთ ყველაფერი. პირად ურთიერთობებში გირჩევთ იყოთ უფრო აქტიური და არ მოერიდოთ გრძნობების გამოხატვას.
ლომი
თქვენმა დაჟინებულობამ და სურვილმა, იყოთ ყოველთვის მართალი, შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ამიტომ მოერიდეთ კამათს და იყავით თავაზიანი. ამ დღეს რთული საქმეები საკმაოდ გაგიადვილდებათ.
ქალწული
თუ რაიმე პერსპექტიული იდეა ან საინტერესო გეგმა, კარგი დღეა მის განსახორციელებლად. საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან ნებისმიერ საქმეში. ჯობია მარტო იმუშაოთ, რომ სხვებმა ყურადღება არ გაგიფანტონ და ძვირფასი დრო არ დაკარგოთ. გამოიყენეთ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა.
სასწორი
უმჯობესია, საიდუმლოებები, რომლებსაც დღეს გაიგებთ, შეინახოთ, არავის უთხრათ. კარგად გრძნობთ ადამიანებს და შეგიძლიათ მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსმენა. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.
მორიელი
მნიშვნელოვანი საქმეების გადადება მოგიწევთ მოულოდნელი მცირე პრობლემების გამო, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. შეხედეთ ყველაფერს, რაც ხდება, იუმორით, მოაგვარეთ პრობლემები შემოქმედებითი მეთოდების გამოყენებით.
მშვილდოსანი
დღეს დაისვენეთ და გადაიტანეთ ყურადღება სამუშაოდან. ზედმეტი დატვირთვა თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. გაუზიარეთ თქვენი იდეები კოლეგებს და პარტნიორებს: მათ შორის იპოვით მხარდაჭერას.
თხის რქა
საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები გელოდებათ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში ბევრ მოვლენაზე გავლენას მოახდენენ. დღევანდელი შემოთავაზებები მომგებიანი იქნება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და მიჰყევით მის რჩევებს.
მერწყული
გელით სიურპრიზები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ პრობლემებს და დროულად შეასრულოთ ყველა დაგეგმილი დავალება. დადებითად იფიქრე, წარმატებას მიაღწევ.
თევზები
კარგი დროა სწავლისთვის, პროფესიული ცოდნის მისაღებად. საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს მოგვარდება. მოუსმინეთ თანამოსაუბრეებს, მოძებნეთ ფარული მნიშვნელობა მათ სიტყვებში. გასამხნევებლად, დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს.