სექტემბერი (ლათ.September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septe – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება, გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
როგორია პირველ სექტემბერს დაბადებული ადამიანი
პირველ სექტემბერს დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მიზანდასახულები არიან. ამ ადამიანებს შესანიშნავად ეხერხებათ ფანტაზიის უნარი და რეალური ხედვა ერთმანეთს შეუთავსონ. რის ხარჯზეც ყოველთვის ახერხებენ იმას, რომ საკუთარ ოცნებებს სინამდვილეშიც შეასხან ფრთები.