კურო
დღეს გულუხვი მასპინძელი და ერთგული თანამშრომელი ხართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეზობლებთან. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
ტყუპი
ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. რეალური საქმეებით დაკავდით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, სასიყვარულო პარტნიორთან.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა და მიხვდებით, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
ლომი
ნათესავების დახმარებით რთულ საკითხებსაც კი მოაგვარებთ. ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
ჰარმონია დაისადგურებს ახლობლებთან ურთიერთობაში. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან იყავით მეტად დიპლომატიური. ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ, გამოგიყენოთ.
სასწორი
ოჯახის წევრები პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან და ახალ წამოწყებებშიც. ახლობლებისგან მიიღებთ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას. გეგმები ცვლილებებს საჭიროებენ.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. ზოგიერთი უცხოელთან გააბამს რომანს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებას. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით, რომანტიკით.
თხის რქა
კარგი დღეა შეხვედრებისა და მგზავრობისთვის; ოჯახური წვეულებებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი, ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე.
მერწყული
სიკეთის, მზრუნველობის დღეა. იყავით ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი, კრეატიული იდეების განსახორციელებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ბავშვებთან, მშობლებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.