კურო
თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, სარფიან შეკვეთას/სამსახურს მიიღებთ. თუმცა, მიღებულს განხორციელება სჭირდება და ეცადეთ, არ გაუცრუოთ გარშემო მყოფებს იმედი.
ტყუპი
სწავლის, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების დღეა. ყურადღება გმართებთ ფინანსებისადმი. აკონტროლეთ პარტნიორები. გაუფრთხილდით მხედველობას.
კირჩხიბი
ყური დაუგდეთ უფროსების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ფინანსების დაბანდებისას ყურადღება გმართებთ. დაქორწინებულები მოერიდეთ ახალ რომანს, ღალატს.
ლომი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების აყოლიებას და იდეებსაც ადვილად განახორციელებთ. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ.
ქალწული
წარმატებული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; მიიღებთ სარფიან შემოთავაზებას; შესაძლოა, დაგაწინაურონ კიდეც. ახლობლები დაგაფასებენ.
სასწორი
გაუფრთხილდით საფულეს. მშვიდად აკეთეთ ყოველდღიური საქმეები, ახალი არაფერი დაიწყოთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ოჯახში ჰარმონიის შექმნა; ურთიერთობების დარეგულირება გარშემო მყოფებთან.
მორიელი
ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. ნუ გახდებით ვინმეზე და რამეზე მიჯაჭვული. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით.
მშვილდოსანი
ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. რჩევა ჰკითხეთ გამოცდლ ადამიანებს, უფროსებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
თხის რქა
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოერიდეთ უსიამოვნებას პირად ურთიერთობაში.
მერწყული
კარგი დღეა როგორც ფიზიკური აქტიურობისთვის, ასევე ინფორმაციის მისაღებად და გადასამუშავებლად. ფულს მიიღებთ, მაგრამ დღესვე ნუ დახარჯავთ მთელ თანხას.
თევზები
ცოდნისა და გამოცდილების მიღების დღეა. ზოგიერთი უცხო ენის, ზოგიც ხელობის შესწავლას გადაწყვეტს. ნუ მიეჯაჭვებით უსარგებლო ნივთებს, ურთიერთობებს.